რომელ ასაკშია ადამიანი მოხუცი? - მათემატიკური მოდელის პასუხი
1761326600
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციას, რომლის შედეგად, თბილისში ორი კილოგრამი ბირთვული მასალის, ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავეს, საერთაშორისო მედია ეხმიანება.
Reuters, CBS, AL Jazeera და AL Arabyia სუს-ის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთცოების სამსახურსა და ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
სუს-ის ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.