VIDEO: რა მოხდა საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ „დინამო არენაზე“
1742745694
ერთ კვირაზე მეტი გავიდა, რაც ე.წ მწვანე პასპორტი გაუქმდა, ქვეყანაში კი დღიურად 20 ათასზე მეტი ადამიანი კორონავირუსით ინფიცირდება. ინფიცირებულთა უმრავლესობას „ომიკრონის„ შტამი უფიქსირდება.
როდიდან უნდა ველოდოთ ინფიცირების მაჩვენებლის შემცირებას და როდის შეწყდება რიგები კოვიდ ტესტებზე რიგებში ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს „პრაიმთაიმთან“ ინტერვიუში ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს.
როდის შემცირდება ქვეყანაში დღიური ინფიცირების მაჩვენებელი და როდიდან დაიკლებს რიგები კოვიდ ტესტებზე?
„ზუსტი პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტი ვაქცინირებული არ არის, ამიტომ ასეთ ქვეყნებში რამდენ ხანში შეწყდება „ომიკრონის“ გავრცელება ამის ვარაუდი არის რთული. თუმცა, თუკი შევხედავთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, იქ სადაც ჩვენზე სამი-ოთხი კვირით ადრე გავრცელდა „ომიკრონი“ მოსალოდნელია, რომ თებერვლის მეორე ნახევრიდან სიტუაციამ დაიწყოს გაუმჯობესება და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ იკლოს. ეს არის ერთ-ერთი ეპიდემიოლოგიური გათვლა, მაგრამ ამის გარანტია არ არსებობს. ვიცით, რომ „ომიკრონს“ სწრაფი გავრცელება ახასიათებს და ამასთან არის სხვა ქვეშტამებიც.
სამწუხაროდ, ვაქცინით მსოფლიოში, გლობალურად იმუნური ფენის ვერ მოხერხდა, რადგან საკმაოდ არათანაბარ პირობებში იყო ზოგიერთი ქვეყანა. მათ შორის საქართველო შედის სამწუხაროდ იმ ქვეყნების რიცხვში, სადაც ვაქცინაციას სკეპტიკურად უყურებენ“
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „ომიკრონის“ გავრცელების ასეთი ტემპით ჯოგური იმუნიტეტს მივიღებთ და პანდემიას დავამარცხებთ?
„რაც შეეხება „ომიკრონით“ ჯოგური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია და ეს ასეც მოხდება თუ სცენარი არ შეიცვლება და არ გაჩნდება რაიმე ახალი შტამი, რომელიც ისეთივე სწრაფად და აგრესიულად გავრცელდება, როგორც ომიკრონი. თუ ეს ასე არ მოხდა, ერთ თვეში თვე-ნახევარში მსოფლიო მოსახლეობის 70-80% ექნება გადატანილი რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით ჩამოყალიბდება იმუნური ფენა, ჯოგური იმუნიტეტი და პანდემია ნელ-ნელა დასრულდება. ეს არის ყველაზე ოპტიმისტური და მოსალოდნელი სცენარი, თუმცა რისკები და საფრთხეები ახალი შტამის გამოჩენის არსებობს.
სხვა შტამებისგან განსხვავებით თუკი გვქონდა ინფიცირების დუნე შემცირება, თუ შევხედავთ, ომიკრონის შემთხვევაში სხვადასხვა ქვეყნებს სადაც ეპიდსიტუაცია გაუმჯობესდა, პირიქით არის. რას ნიშნავს ეს შეიძლება დღეში იყოს 20 ათასი მაჩვენებელი, თუმცა ორი დღის შემდეგ ინფიცირების მაჩვენებელმა დაიკლოს და გახდეს დღეში 2000.
ჩვენთანაც უნდა ველოდეთ ამ შედეგს, იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება ვირუსი და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გადაიტანა, უახლოეს 10 დღეში კი კიდევ უფრო მეტი დაინფიცირდება. ამიტომ შესაძლოა ეპიდვითარების მკვეთრი გაუმჯობესება დაფიქსირდეს. ასეთი დინამიკა ბევრ ქვეყანაში დაფიქსირდა და ჩვენთანაც მოსალოდნელია. თუმცა ეს არაფრის გარანტია არ არის“
რა მდგომარეობაა სტაციონარებში?
„სტაციონარებში მომართვიანობა გაზრდილია, თუმცა დელტა შტამისგან განსხვავებით პაციენტების სიმძიმე არის შედარებით ნაკლები. სტაციონარში ხვდებიან უფრო ის ადამიანები ვისაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, არიან ასაკოვანები და არ არიან სრულფასოვნად ვაქცინირებულები. თუმცა ადგილების პრობლემა საბედნიეროდ არ არის.
ტესტებზეც რიგებია და ჰოსპიტლებშიც, ამიტომ იმის თქმა რომ ომიკრონს გაციებასავით გადავიტანთ და მორჩება ეს ასე არ არის. სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში შესაძლოა პაციენტს საავადმყოფოში მოტავსებაც შესაძლოა დასჭირდეს, პნევმონიაც განუვითარდეს და შესაძლოა საკმაოდ სერიოზული ჩარევებიც გახდეს საჭირო“