გომბორის უღელტეხილის მიმდებარე ტყეში ხანძარია

გომბორი ხანძარი

გომბორის უღელტეხილის მიმდებარე ტყეში ხანძარია.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი  ტყის ქვედა საფარს უკიდია.

მეხანძრე-მაშველები ამ წუთებში, გომბორის უღელტეხილზე იმყოფებიან და  შემთხვევის ადგილზე მისვლას ცდილობენ.

დასახლებულ პუნქტზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე,  ამ დროისთვის არ არსებობს.

ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი და მასშტაბი მოგვიანებით გახდება ცნობილი.