დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონს“ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, რისკჯგუფებში, მასაც შეუძლია საკმაოდ მძიმე დაავადების გამოწვევა, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ გარკვეული რეკომენდაციები გაითვალისწინოს. რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ვაქცინაცია უნდა წავიდეს აქტიურად, განსაკუთრებით იმ ადამიანებში, რომელთაც სხვადასხვა ქრონიკული და ფონური დაავადება და არიან ხანდაზმულები. „ომიკრონს“, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, რისკჯგუფებში, მასაც შეუძლია საკმაოდ მძიმე დაავადების გამოწვევა“, - განაცხადა გოგინავამ.
ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 162 773 შემთხვევაა დადასტურებული.