დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
როდის დასრულდება ქვეყანაში მეექვსე ტალღის პიკი - სპეციალისტებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ თებერვლის ბოლოსთვის დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში შესამჩნევად შემცირდეს.
მათი განცხადებით, "ომიკრონის" მსუბუქი მიმდინარეობიდან გამომდინარე ჰოსპიტალური სექტორის რესურსი ჯერჯერობით საკმარისია.
არსებული ინფორმაციით, საქართველოში, ამჟამად, ერთდროულად კორონავირუსის 4 ვარიანტი ცირკულირებს - აქედან 95% "ომიკრონია." ეპიდემიოლოგები მოსახლეობას იმუნიზაციის პროცესში ჩართვისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.
"არ არსებობს ამოუწურავი რესურსი, ვიცით, რომ ისედაც ძალიან დატვირთულნი არიან ამბულატორიის და ოჯახის ექიმები და თუ აქტიური შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა, კიდევ უფრო გაჭირდება ამ პაციენტების მართვა. მნიშვნელოვანია მოხდეს იმ პაციენტების დიაგნოსტირება და გამოყოფა, რომელთაც აქვთ მაღალი რისკები დაავადების მძიმე მიმდინარეობის. ვინც ვაქცინირებულია და არ აქვს რისკფაქტორები, იყვნენ იზოლაციაში და თუ გახანგრძლივდა ეს სიმპტომები, შემდეგ მიმართონ ტესტირების პუნქტებს," - განაცხადა ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ.
რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილის, ჯავარა უგრეხელიძის თქმით, მოქალაქეების პასუხისმგებლობის გაზრდის შემთხვევაში, მეექვსე ტალღის პიკის შედარებით მარტივად გადავლას ხელს შეუწყობს.