1732386875
ივანე ჩხაიძე მოსახლეობას აფრთხილებს - „მაქსიმალური მზაობა უნდა იყოს...“
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, წელს გრიპის უფრო მეტი შემთხვევა იქნება.
ივანე ჩხაიძის განმარტებით, წელს მოსახლეობაში განსაკუთრებული მზაობა უნდა იყოს.
„გრიპის უფრო მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე, წინა წლების განმავლობაში. ამ მხრივ მაქსიმალური მზაობა უნდა იყოს. მონაცემების თანახმად, ნათლად ჩანს, რომ წელს ქვეყანაში გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების პიკი იყო არა იანვარ-თებერვალში, არამედ მაისი-ივნისში.
ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო, როდესაც გრიპი ზაფხულში ფიქსირდებოდა. ზაფხულშიც იყო გრიპი დაფიქსირებული, ივლისში იაშვილის კლინიკაში 2 ბავშვი მკურნალობდა გრიპის დიაგნოზით. ასეთი რამ არასდროს მომხდარა, ამის უკან დგას კორონავირუსი.“, - თქვა ივანე ჩხაიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.