1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის თქმით, წელს გრიპის უფრო მეტი შემთხვევა იქნება.
ივანე ჩხაიძის განმარტებით, წლევანდელი წელი იქნება ისეთივე, ან უფრო აქტიური, ვიდრე პანდემიამდე იყო.
„გრიპის უფრო მეტი შემთხვევა იქნება, ვიდრე, წინა წლების განმავლობაში. ამ მხრივ მაქსიმალური მზაობა უნდა იყოს. მონაცემების თანახმად, ნათლად ჩანს, რომ წელს ქვეყანაში გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების პიკი იყო არა იანვარ-თებერვალში, არამედ მაისი-ივნისში. ეს უპრეცედენტო შემთხვევა იყო, როდესაც გრიპი ზაფხულში ფიქსირდებოდა. ზაფხულშიც იყო გრიპი დაფიქსირებული, ივლისში იაშვილის კლინიკაში 2 ბავშვი მკურნალობდა გრიპის დიაგნოზით. ასეთი რამ არასდროს მომხდარა, ამის უკან დგას კორონავირუსი.
წლევანდელი სეზონი გამორჩეულია, გამოვა, რომ სავარაუდოდ, ორი პიკი გვექნება, ერთი ზაფხულის, მეორე ზამთრის. ზამთრის პიკი ადვილად ახსნადია, ეს არის დახურულ სივრცეში უფრო მეტი ადამიანის თავმოყრა, მეტი კონტაქტი, როდესაც აცივდება, სეზონური ვირუსების რაოდენობა მოიმატებს. ნათლად ჩანს, რომ ქვეყანამ უკვე გადაიტანა გრიპის შემთხვევების მატების ორი პიკი, ერთი ზამთარში, მეორე- ზაფხულში, მესამე პიკი რა თქმა უნდა, იქნება“, - თქვა ივანე ჩხაიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.