ორი პრეპარატი, რომელსაც ჯანმო კორონავირუსის საწინააღმდეგოდ მკურნალობისას რეკომენდაციას აღარ უწევს

ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის მკურნალობის მიზნით, რეკომენდაციას აღარ უწევს ორი პრეპარატის გამოყენებას. „როიტერსის“ ინფორმაციით, საუბარია პრეპარატებზე - Sotrovimab და Kazirivimab/imdevimab.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები შეიცვალა მას შემდეგ, რაც ლაბორატორიულმა კვლევებმა აჩვენა მედიკამენტების შეზღუდული კლინიკური ეფექტურობა კორონავირუსის უახლესი შტამების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ჯანმოს დასკვნა უკვე მხარდაჭერილია აშშ-ში, სადაც ასევე არ არის რეკომენდებული სოტროვიმაბის და კაზირივიმაბის/იმდევიმაბის გამოყენება. თუმცა ორივე პრეპარატი კვლავ რეკომენდებულია ევროკავშირის ქვეყნებში გამოსაყენებლად.

ჯანმომ, ასევე, გააფართოვა რეკომენდაციები სხვა თერაპიისთვის ანტივირუსული პრეპარატი Remdesivir-ით, რომელსაც კომპანია Gilead აწარმოებს. კერძოდ, ის ახლა გამოიყენება მძიმე COVID-19-ის მქონე პაციენტებში, ასევე ჰოსპიტალიზაციის მაღალი რისკის მქონე პაციენტებში.