დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება,- ამის შესახებ იმუნიზაციის საბჭოს ტექნიკური ჯგუფის მრჩეველმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
„ბოლო 2 დღის განმავლობაში, ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. 17-18 ათასი შემთხვევა 3-ჯერ მეტია, ვიდრე აგვისტოში იყო. მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარი, შეიძლება, კიდევ უფრო უარესი იყოს. იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქნება. რთულია პროგნოზი, რამდენი იქნება ეს ციფრი, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს უკვე გვაქვს ძალიან მაღალი მაჩვენებელი.
ასევე, ფაქტია, რომ ევროპის ძალიან ბევრი ქვეყანა აჩვენებს მკვეთრ ზრდას. ახლა 5-ჯერ მეტი საწოლია პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი, ვიდრე „დელტა“ ვარიანტის დროს იყო. ამიტომ, ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით, ჯერჯერობით, საფრთხეები არ არსებობს. „დელტასთან“ შედარებით, „ომიკრონს“ მსუბუქი მიმდინარეობა აქვს, მაგრამ თუ ძალიან დიდ რაოდენობას გავითვალისწინებთ, მსუბუქი მიმდინარეობის შემთხვევაშიც, იშვიათიც რომ იყოს საავადმყოფოში მოთავსების აუცილებლობა, მაღალი ციფრები აუცილებლად განაპირობებს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის გაზრდას, რაც საქართველოში არის კიდეც - იანვრის მეორე კვირიდან, სტაციონარებში მიმართვიანობა მზარდია“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.