მკვლელობა ლილოში - მოკლულია შუა ხნის კაცი
1738346771
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პრეპარატ დექსამეტაზონის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს:
„ჩვენთან ძალიან „უყვართ“ დექსამეტაზონი. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი თვითნებურად იღებს ჰორმონებს. განსაკუთრებით პოპულარულია დექსამეტაზონის ამპულის გატეხა და დალევა. ხშირია, ინფექციური დაავადებების დროს სტეროიდების გამოყენება, რაც ხშირად პირიქით, მავნეა. არადა, დექსამეტაზონი, მაგალითად, ცხელებიან პაციენტში, ერთი შეხედვით, ეფექტურია, რადგან ტემპერატურა ქვეითდება და პაციენტი შვებას გრძნობს და კმაყოფილია. სინამდვილეში, სტერიოდების გამოყენებას თავისი სპეციფიკური, კონკრეტული ჩვენება აქვს.
ასევე, ხშირად და სავარაუდოდ, ბევრჯერ ზედმეტად აქვთ დანიშნული სტეროიდები ორსულებს. ამასთან დაკავშირებით, ახლახან გამოქვეყნდა კვლევა (JAMA Network Open), რომელიც ჩატარდა ძალიან დიდ და ხანგრძლივ კოჰორტზე და დაადგინა, რომ ორსულობის პერიოდში სტეროიდების გამოყენება ბავშვებში 50%-ით ზრდის აუტისტური სპექტრის აშლილობების და 30%-ით ზრდის ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის დარღვევის (ADHD) რისკს.
ეს, ცხადია, არ ნიშნავს, რომ სტეროიდები არ უნდა იქნეს გამოყენებული ორსულებში, როცა ამის ჩვენება მართლა არსებობს, მაგრამ არა ისეთი სიხშირით, როგორც ხდება“, - წერს ბუწაშვილი.
მკვლელობა ლილოში - მოკლულია შუა ხნის კაცი
1738346771