დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
იმუნიზაციის პოპულარიზაციისა და კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით, იმერეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში ვაქცინაცია გრძელდება.
მიმდინარე პროცესს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის მერთან ერთად სოფელ ცხრაწყაროში ადგილზე გაეცნო. დღეს იმუნიზაციის კამპანია იმერეთის მასშტაბით 20-მდე სოფელში იმართება.
ვაქცინაციის მსურველებს აქვთ შესაძლებლობა, ადგილობრივად, სოფლიდან გაუსვლელად, მობილური ამცრელი ბრიგადების საშუალებით ისარგებლონ სოფლის ამბულატორიაში.
ვაქცინაციის კამპანიის მიზანია, სოფლად მცხოვრები 50 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის ადგილზე აცრა, რაც თავის მხრივ, ავადობის შემცირებასა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილებას განაპირობებს აღნიშნულ ასაკობრივ ჭრილში.
სწორედ ამ ასაკის მოსახლეობისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მიღებული ფულადი წახალისების პროგრამა, რომელიც პირველ აცრაზე 200 ლარის, ხოლო, დამატებითი, ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარის მიღებას გულისხმობს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით ქვეყნის ყველა რეგიონის სოფლებში ვაქცინაციის კამპანია აქტიურად მიმდინარეობს.
კამპანია გაგრძელდება და საბოლოოდ, მოიცავს ყველა იმ ლოკაციას, სადაც ამ ასაკის მოსახლეობის აცრის მაჩვენებელი განსაკუთრებით დაბალია.
ვაქცინაციის კამპანიის ორგანიზებასა და საჭიროების შემთხვევაში სოფლების ამცრელი ბრიგადითა და ვაქცინით უზრუნველყოფას სამინისტროს ააიპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი ახორციელებს. პროცესში აქტიურად არიან ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობები.
ვაქცინაციის მიმდინარეობას ადგილზე ეცნობიან სამინისტროს, სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.