„არ გვაქვს კარგი ურთიერთობა, თუმცა მან გამაკვირვა“ - უაითი დვალიშვილის შესახებ
1737291854
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის თქმით, ომიკრონი გარკვეული ჯგუფებისთვის საფრთხის შემცველია, ხოლო მისგან დაცვის ერთადერთი საშუალება ვაქცინაციაა.
მისი თქმით, განსაკუთრებით ნათლად ჩანს ბუსტერ დოზების დამცველობითი მნიშვნელობა.
„მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვამბობთ „ომიკრონი“ არ არის მძიმედ მიმდინარე ვარიანტი დელტასთან შედარებით, მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებში და ესენი არიან რისკჯგუფები, ესენი არიან 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა მათთვის გართულების და საავადმყოფოში მოხვედრის რისკი მაინც მაღალი რჩება. როგორც წინა მუტაციების, ისე „ომიკრონის“ შემთხვევაში, ერთადერთი რეალური შესაძლებლობა საავადმყოფოში მოხვედრის, მძიმე შემთხვევების და ლეტალობისგან თავის დაცვისთვის, ეს არის ვაქცინაცია. განსაკუთრებით ნათლად ჩანს ბუსტერ დოზების დამცველობითი მნიშვნელობა“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე „რუსთავი 2-თან“ საუბრის დროს.