„არ გვაქვს კარგი ურთიერთობა, თუმცა მან გამაკვირვა“ - უაითი დვალიშვილის შესახებ
1737291854
„ომიკრონმა“ „დელტა“ ვარიანტი უკვე 80%-ით ჩაანაცვლა. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა „ომიკრონი“ მსუბუქად მიმდინარეობდეს მაინც საფრთხის შემცველად რჩება ორსულებისთვის და რისკ-ჯგუფებისთვის.
ღუდუშაურის კლინიკის პრენატალური ცენტრის ხელმძღვანელის, პაატა ჟორჟოლიანის თქმით, ორსულობის მდგომარეობა განსაკუთრებით საყურადღებო მე-3 ტრიმესტრში არის.
„დიდი რაოდენობით არიან ინფიცირებულები, განსაკუთრებით ორსულებში. „ომიკრონმა“ 80%-ით ჩაანაცვლა „დელტა“ ვარიანტი. მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ მიმდინარეობს უფრო მსუბუქ ფორმებში, მაინც არის მაღალი რისკი ორსულებში, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ მეთვალყურეობას. მე-3 ტრიმესტრში იმატებს გართულებები. გართულებები მოსალოდნელია, როგორც ნაყოფის მხრივ ასევე შესაძლოა დედის მხრივაც შეიქმნას პრობლემები“, - აცხადებს პაატა ჟორჟოლიანი.