„განწირული დედის ღრიალი მესმის... მეზობელმა მითხრა, ეს ნემსი გაუკეთეთო...“ - ექიმის საგანგებო მიმართვა მშობლებს

კრუპი

პედიატრი ლელა ჯღამაძე ერთ-ერთ შემთხვევას იხსენებს, რა დროსაც მშობლებმა ექიმის უნებართვოდ და მეზობლის რეკომენდაციით 2 წლის ბავშვისთვის გადაწყვიტეს დიაზეპამი გაეკეთებინათ, რადგან პატარას კრუპის შეტევა ჰქონდა. ექიმი განმარტავს, რომ ეს ყოვლად დაუშვებელია და მშობლებს მკურნალობის მეთოდს ასწავლის.

„დილის 5 საათზე გამაღვიძა ზარმა და განწირული, შეშფოთებული დედის ღრიალი მესმის. მგონი ცრუ კრუპის შეტევა აქვს ჩემს 2 წლის შვილს,  გამოვუძახე სასწრაფოს და იგვიანებსო. მეზობელმა მითხრა, დიაზეპამი გაუკეთოთ სასწრაფოდ და წასულია ნემსზე მეუღლე, მეხრჩობა ბავშვი მიშველეთ, გთხოვთ,  სანამ დიაზეპამს ვიშოვით ან სასწრაფო მოვაო.

რა თქმა უნდა, დავაკვალიანე და სიმშვიდით, ონლაინ გამოვიყვანე ბავშვი მდგომარეობიდან. სასწრაფომაც მოგვისწრო, მაგრამ მეზობელი მინდა ვცემო, 2 წლის ბავშვს დიაზეპამს რომ უკეთებდა ამ დროს. “დ“ ახსოვდა წამლის დასაწყისი და დიაზეპამი თუ დექსამეტაზონია კაცო, ეს აერია თურმე 

მინდა, აგიხსნათ მშობლებს: კრუპის ტირილი, გაღიზიანება, აგზნება მდგომარეობას ამძიმებს, ამიტომ მაქსიმალურად ვერიდებით კუნთშიდა ინექციას, ინტრავენურ გადასხმას, ყველაფერს, რაც ზედმეტად აღაგზნებს ბავშვს. ეცადეთ, პატარას კომფორტი შეუქნათ, დაამშვიდოთ, მოარიდოთ ყველაფერს, რამაც შეიძლება გააღიზიანოს და, ამგვარად, მდგომარეობის დამძიმება თავიდან აიცილოთ.

კრუპის მკურნალობის ტაქტიკა განსაკუთრებულია.  რა თქმა უნდა, ანტიბიოტიკი ამ დროს საჭირო არ არის, ვინაიდან კრუპი ვირუსული დაავადებაა. მკურნალობა თავიდან ბოლომდე ეფუძნება ორ პრეპარატს. ერთია ეპინეფრინი/ადრენალინი, რომლითაც ინჰალაცია ტარდება, მეორე – ჰორმონი დექსამეტაზონი. და არა დიაზეპამი, როცა სწრაფი ეფექტის მიღება გვსურს, პირველ რიგში, საინჰალაციო პრეპარატს ვიყენებთ, ხოლო დექსამეტაზონი ახანგრძლივებს ინჰალაციური თერაპიის შედეგს. აუცილებელია, ექიმის ხელმძღვანელობით გაკეთდეს პროცედურა, რათა დოზები ასაკი და წონის მიხედვით ინიშნება.

ამ ორი პრეპარატის გამოყენების შედეგად პაციენტების მდგომარეობა მკვეთრად უმჯობესდება. თუ საინჰალაციო პრეპარატი არ გვაქვს ვაღებთ ფანჯარას, ვამშვიდებთ ბავშვს მაქსიმალურად. გაზზე ვდგამთ წყალს ადუღებულში შიგნით ვაგდებთ 4 ან 5 ტაბლეტ ვალიდოლს და სოდას ვყრით და იმ ოთახში ახლოს ამ სითხესთან სასწრაფოს მოსვლამდე ვასუნთქებთ ამით დატენიანებულ ჰაერს.

არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება ამ დროს დიაზეპამი, 2 წლის ბავშვზე მეზობლის რეკომენდაციით თან“ - წერს ლელა ჯღამაძე.