გენერალურ პროკურატურაში ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს

ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს

გენერალურ პროკურატურაში "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, მთავარი პროკურორის ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

პროკურატურის განცხადებით, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ბრალდება “სისხლის სამართლის კოდექსის“ 318-ე მუხლის პირველი ნაწილით - საბოტაჟის ფაქტზე წარედგინებათ.

პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გირაოს ითხოვს.