იმედა კლდიაშვილს 3 დღით პატიმრობა მიუსაჯეს - ადვოკატი ბორის ჩელე ყურუა

იმედა კლდიაშვილ

თბილისის საქალაქო სასამართლოში გზის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებული პირების ადმინისტრაციული საქმეების განხილვა გრძელდება. მათ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის გამართვისთვის დადგენილი წესების დარღვევას ედავება. დაკავებულების ნაწილს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ნაწილის პროცესები ამ დრომდე გრძელდება.

"იმედა კლდიაშვილი დააკავეს 21 ოქტომბერს და 19 ოქტომბერს გზის გადაკეტვის გამო გაუშვეს 9 დღით პატიმრობაში. გამოსვლის შემდეგ უთხრეს, რომ ახლა 20-ში რომ კეტავდით მაგისთვის გიბარებთო. მიუსაჯეს 3 დღით პატიმრობა. ჩვენ მივმართეთ სასამართლოს შუამდგომლობით, რომ წარდგინებით მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რათა ამგვარი საფრთხეები თავიდან იქნეს აცილებული, თუმცა სასამართლო ამგვარ და სხვა შუამდგომლობებსაც არ ითვალისწინებს ხოლმე. მოლოდინი გვქონდა იმის, რომ პატიმრობაში გაუშვებდნენ“, - აცხადებს ადვოკატი ბორის ჩელე ყურუა.