პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ცნობილია, რომ მიმდინარეობა მსუბუქი ხასიათის იყო და პაციენტი უკვე განიკურნა.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, გამოიწვევს თუ არა „მაიმუნის ყვავილი“ საქართველოში პანდემიას.
„ზოგადად, მსოფლიოში დაფიქსირებული შემთხვევების უმეტესობა არის საშუალო სიმძიმის და მსუბუქი მიმდინარეობის, ვგულისხმობ არაენდემურ კერაში, აფრიკის კონტინენტის გარეთ. როგორც ინფორმაცია გვაქვს, საქართველოში დადასტურებული პაციენტის მდგომარეობა, იყო საშუალო სიმძიმის და უკვე გამოჯანმრთელებულია. აქედან გამომდინარე, პანიკის საფუძველი არ გვაქვს.
აუცილებელია, როგორც მოსახლეობამ, ასევე სამედიცინო დაწესებულებებმა იცოდნენ, რაზე გაამახვილონ ყურადღება, რადგან არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ იყოს ერთეული შემთხვევები.
დიდი ალბათობით, ამ დაავადებას არ აქვს უნარი ფართომასშტაბიანი პანდემია გამოიწვიოს. ჩვენს ქვეყანაშიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისეთი გლობალური პრობლემა შექმნას, როგორც ეს კორონავირუსის შემთხვევაში იყოს. საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობის დროს სპეციფიკური მკურნალობა საჭირო არ არის, მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა. რაც შეეხება მძიმე მიმდინარეობას, არსებობს სპეციალური ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც საკმაოდ გამოცდილი და ეფექტურია. ვაქცინაც საკმაოდ ეფექტურია და ის გამოიყენება დაავადების პრევენციისთვის და უკვე არსებული „ყვავილის“ ვაქცინაც გვიცავს ინფიცირებისგან და მძიმე მიმდინარეობისგანაც“, – განაცხადა გოგინავამ.