გადაწყვეტილება მიღებულია! გამოცხადდა თუ არა „მაიმუნის ყვავილის“ აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად

WHO

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაციად არ აღიარა. შესაბამისი გადაწყვეტილება ორგანიზაციის საგანგებო კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

ამასთან, კომიტეტის წევრები აღიარებენ, რომ ამ აფეთქებას ბევრი უჩვეულო დეტალი ახასიათებს, მათ შორის ვირუსის იმ ქვეყნებში გავრცელება, სადაც ის ადრე არ დაფიქსირებულა და ინფიცირებულთა მაღალი რაოდენობა ახალგაზრდა კაცებს შორის, ვისაც სექსუალური კავშირები სხვა კაცებთან აქვთ.

კომიტეტმა სიტუაციის განვითარების ის შესაძლო სცენარებიც დაადგინა, რომელთა დროსაც მათი დასკვნა გადაიხედება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მომდევნო 3 კვირის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება, თუ შემთხვევების რაოდენობა სექს-მუშაკებს შორის გაიზრდება, თუ ახალ ქვეყნებში ვირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდება, ან ვირუსის გენომი შეიცვლება.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია „მაიმუნის ყვავილის“ აფეთქების შესახებ ინფორმაცია მაისში გავრცელდა. საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 15 ივნისს დაფიქსირდა.