პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცივ სეზონზე ვირუსთა გარკვეული ჯგუფი განსაკუთრებით აქტიურდება. ამასთან ერთად, ზამთარში გაცილებით მეტი დროის გატარება გვიწევს დახურულ სივრცეებში, რაც ვირუსების გავრცელების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.
ავადობის სიხშირე განსაკუთრებით დიდია ბავშვებში, რადგან მათ მეტად უჭირთ ჰიგიენური ნორმებისა თუ სხვა პრევენციული ღონისძიებების დაცვა.
საქართველო გრიპის ვირუსის პიკს დეკემბერში ელოდება. რესპირატორული დაავადება მაქსიმალურ ნიშნულს წლის ბოლოს მიაღწევს.
სპეციალისტების პროგნოზით, ინფიცირებულთა რაოდენობა იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ეს გასულ წლებში იყო, მიზეზი კი მიმდინარე წელს გრიპის რამდენიმე ტალღაა. სანამ სეზონური ვირუსი მოსახლეობას მასიურად მოედება, ექიმები მოქალაქეებს ვაქცინაციისაკენ მოუწოდებენ.
ექიმები ამბობენ, რომ გრიპი თვისებებისა და მახასიათებლების მიხედვით, სხვა რესპირატორულ ინფექციებში ყველაზე საყურადღებოა.
მიმდინარეობს 3-5 დღის განმავლობაში და გართულებებიც ახასიათებს. თავდაცვის საშუალება იმუნიტეტის გაძლიერებაა, რომელიც ვაქცინაციით არის შესაძლებელი.
„პაციენტს ერთი ვირუსი რომ შეხვდება, მეორისგან არ იცავს, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოს, რომ ორი სხვადასხვა ვირუსი არ შეხვდეს.
რესპირატორული ინფექცია საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. წინა წლებში არ იყო ვირუსული ინფექციები გავრცელებული, რაც ალბათ, დაკავშირებული იყო იმასთან, რომ თავს ვიცავდით და ყველა ღონისძიება, რაც იყო კოვიდისთვის, იყო გრიპისთვისაც. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვირუსი არის გახანგრძლივებული. ამ წუთში, მყავს პაციენტი, რომელსაც ერთი თვეა აქვს ხველა“. – ამბობს ინფექციონისტი „ფორტუნასთან“.
ცნობისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა, 6 თვის ასაკიდან, უფასოა. ნებისმიერი მსურველი ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს მომსახურებას.