პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ბოლო პერიოდში მსოფლიოში COVID-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა ძირითადად სტაბილურია, ხოლო COVID გარდაცვალების შემთხვევები მცირედით გაიზარდა. ა.წ. 27 იანვარს ჯანმო-მ კიდევ ერთხელ გაახანგრძლივა COVID-თან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა, რაც ნიშნავს, რომ COVID პანდემიის სრულ დაძლევაზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია.
რაც შეეხება SARS-CoV-2-ის ვარიანტებს და სუბვარიანტებს, მსოფლიოში ომიკრონი და მისი სუბვარიანტები კვლავ რჩება ყველაზე გავრცელებულ შტამად. გამართლდა ვარაუდი, რომ აშშ-ში დომინანტური სუბვარიანტი გახდებოდა XBB1.5, რომელსაც მეტსახელად „კრაკენი“ (Kraken) შეარქვეს. მასზე მოდის შემთხვევათა 60%-ზე მეტი. ეს შტამი უკვე გავრცელდა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში და მათი რაოდენობა იზრდება. ითვლება, რომ XBB1.5 სუბვარიანტი ყველაზე მეტი გადამდებლობით ხასიათდება, თუმცა ამ სუბვარიანტით გამოწვეული დაავადების სიმძიმე სხვა სუბვარიანტებით გამოწვეული დაავადების სიმძიმეს არ აღემატება. თუმცა ის კვლავ რჩება პოტენციურად სასიკვდილო ვირუსად. რიგ ქვეყნებში ფიქსირდება COVID გარდაცვალების შემთხვევების მატება, მაგალითად, იაპონიაში ა.წ. 2 თებერვალს COVID-ით 397 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო აშშ-ში CDC-ის მონაცემებით იანვრის უმეტეს დღეებში დღეში საშუალოდ 500-მდე COVID გარდაცვალება ფიქსირდებოდა.
ვარაუდობენ, რომ XBB1.5 სუბვარიანტი ნაკლებად მგრძნობიარეა სტანდარტული ვაქცინის მიმართ. ახალი თაობის ბივალენტური ვაქცინები კი ამ სუბვარიანტისგანაც იცავს, თუმცა ნაკლებად, ვიდრე მანამდე არსებული სუბვარიანტებისგან BA4, BA5, BQ1, BQ1.1 და სხვ.
ბოლო პერიოდში ყურადღება მიიპყრო კიდევ ერთმა ახალმა სუბვარიანტმა - CH.1.1, რომელსაც მეტსახელად „ორტრუსი“ (Orthrus) შეარქვეს. ეს სუბვარიანტი პირველად გამოვლინდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და ამჟამად ძირითადად გავრცელებულია ახალ ზელანდიაში (40%-მდე) და უფრო ნაკლებად დიდ ბრიტანეთში (10%-მდე), აშშ-ში CH.1.1 სუბვარიანტის გავრცელება 1.5%-ია. ამ სუბვარიანტმა ძირითადად ყურადღება მიიქცია იმით, რომ შეიცავს L45R მუტაციას, რომელიც თავის დროზე ნანახი იყო დელტა შტამში. მართალია, ითვლება, რომ CH.1.1 მაინც ომიკრონის სუბვარიანტია და არ წარმოადგენს ომიკრონის და დელტა შტამის რეკომბინანტს - ასე ვთქვათ „Deltacron”-ს, მაგრამ ვინაიდან ის შეიცავს დელტა შტამისთვის დამახასიათებელ ერთ მუტაციას (L45R), ყურადღებით აკვირდებიან ხომ არ იწვევს ის უფრო მძიმე დაავადებას, ვიდრე ომიკრონის სხვა სუბვარიანტები.
ჩინეთში, სხვადასხვა წყაროებით, კვლავ ძალიან მაღალია COVID ახალი შემთხვევების და COVID გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობა, თუმცა ოფიციალურად ზუსტი მონაცემები უცნობია.
საქართველოში ბოლო პერიოდში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების მცირე (დღეში 500-მდე), COVID ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების (300-მდე) და დადებითობის მაჩვენებლის (6-7%-მდე) მატება. თუმცა COVID გარდაცვალების შემთხვევები კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე და ბევრად ნაკლებია, ვიდრე ამერიკის, ევროპის და დანარჩენი მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში.
საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნების უმეტესობაში გამოვლენილია XBB1.5 სუბვარიანტით გამოწვეული შემთხვევებიც, თუმცა დომინანტურ სუბვარიანტებად კვლევ რჩება ომიკრონის BA2, BA5 და სხვა „ძველი“ სუბვარიანტები. სადღეისოდ საქართველოში CH.1.1 სუბვარიანტის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
სადღეისოდ COVID საქართველოში კვლავ იმართება, როგორც ერთ-ერთი რიგითი რესპირაციული ინფექცია, მაგრამ მსოფლიოში არსებული ტენდენციები და საქართველოში არსებული COVID შემთხვევების მატების ტენდენცია ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისგან და მოსახლეობისგან მოითხოვს მეტ სიფხიზლეს და პრევენციული ზომების გაძლიერებას, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პოპულაციაში.
ქვეყანაში COVID სიტუაციის გაუარესების პრევენციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი COVID-ის გვიანი დიაგნოსტიკის და დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევები. ამიტომ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებ მოსახლეობას, რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე ყველამ ჩაიტაროს COVID ტესტირება რაც შეიძლება ადრე (სასურველია პირველივე დღეს) და COVID დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის დროულ ჰოსპიტალიზაციასთან (ვისაც ეს სჭირდება) დაკავშირებით. ასევე დაბეჯითებით ვთხოვ ოჯახის და კლინიკების ექიმებს ყველა ამბულატორიულ, თუ სტაციონარულ COVID ავადმყოფთან სათანადო ჩვენების შემთხვევაში (60 წელზე მეტი ასაკი, თანხმლები ქრონიკული დაავადებები და სხვ.) აუცილებლად გამოიყენონ ანტივირუსული მედიკამენტები: პაქსლოვიდი ან რემდესივირი, რომლებიც ძალიან მაღალი პროცენტით (90%-მდე) ამცირებენ დაავადების დამძიმების და მითუმეტეს ფატალური გამოსავლის ალბათობას. ამას ასეთი ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავ, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვხვდება შემთხვევები, როდესაც ოჯახის ან კლინიკის ექიმები, სათანადო ჩვენებების არსებობის შემთხვაშიც კი სრულიად გაუმართლებლად თავს იკავებენ პაქსლოვიდის ან რემდესივირის გამოყენებისგან, რითაც იზრდება COVID პაციენტების დამძიმების და არასახარბიელო გამოსავლის რისკები.
რაც შეეხება სხვა რესპირაციულ ინფექციებს, მათი სიხშირე ბოლო პერიოდში სტაბილურია და შეესაბამება სეზონის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებლებს. რესპირაციული ინფექციებიდან ყველაზე ხშირია: A გრიპი (ძირითადად H1 და H3 ქვეტიპები), რესპირაციულ-სინციტიური ვირუსით, ადენოვირუსებით, რინოვირუსებით, პარაგრიპის ვირუსებით და არა COVID-ის გამომწვევი კორონავირუსებით ინფექციები.
კვლავ კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მიერ რესპირაციული ინფექციები (მათ შორის გრიპიც) იმართება ძალიან კარგად, რაზეც მიუთითებს ის ფაქტი, რომ სადღეისოდ საქართველოში დაფიქსირებულია გრიპით გარდაცვალების მხოლოდ 2 დადასტურებული შემთხვევა მაშინ, როდესაც მაგალითად აშშ-ში CDC-ის მონაცემებით ამ სეზონზე დაფიქსირებულია მარტო გრიპით სიკვდილობის 17,000 შემთხვევა, მათ შორის 97 ბავშვი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შეიძლება თვითდამშვიდებას მივეცეთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა COVID-ის და სხვა რესპირაციული ინფექციების მართვა ქვეყანაში ხდებოდეს უმაღლესი სტანდარტებით და არცერთი ავადმყოფი არ დარჩეს ასეთი შემთხვევებისთვის აუცილებელი სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების გარეშე.