VIDEO: აშშ-ში ისტორიული არჩევნები დასრულდა - ტრამპი ამომრჩევლებს მიმართავს
1730878476
ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე განმარტავს, რატომ არის აუცილებელი, რომ ყველა მოქალაქემ ვაქცინაციის სრული კურსი, ბუსტერ დოზა გაიკეთოს.
მისი თქმით, საჭიროა, ნოემბერში ვირუსის ახალ ტალღას ყველა მომზადებულები შევხვდეთ.
„ბევრი მეკითხება, რატომ უნდა გავიკეთო კოვიდის ვაქცინის ბუსტერიო. სამწუხაროდ, ვაქცინის გაკეთებიდან 4-5 თვეში ანტისხეულების რაოდენობა თქვენს ორგანიზმში მცირდება. იმიტომ უნდა გაიკეთოთ კოვიდის ვაქცინის ბუსტერი, რომ იყოთ უფრო დაცული. ამ გრაფაში არის მკაფიოდ აღწერილი, თუ როგორ მუშაობს კოვიდ ვაქცინა თქვენს ორგანიზმში და ანტისხეულების რაოდენობა …..
ვაქცინის გაკეთების შემდეგ, თქვენი ანტისხეულების მაჩვენებელი იზრდება და პიკს აღწევს 2-4 კვირაში და 5-6 თვეში ჩამოდის ქვევით (დაახლოებით 70%) იმიტომ არის აუცილებელი ბუსტერი ვაქცინა რომ ანტისხეულების მაჩვენებელი იყოს მაღალი.
კოვიდი არსად წასულა და ამ წლის ნოემბრისთვის სრული მობილიზება არის საჭირო. გამგები გაიგებს. ჯანმრთელობას გისურვებთ…“, - წერს ექსპერტი.