თენგიზ შარმანაშვილი: იმდროინდელ ედეპეს გადატრიალება არ მოუხდენია, სამხედრო გადატრიალება „მრგვალი მაგიდის“ წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს . არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა? იციან, მაგრამ იტყუებიან

თენგიზ შარმანაშვილი

სააკაშვილის ყბადაღებულ  პორტრეტზე ელჩის კაბინეტში ჩემთან. კარგად იციან, რომ ამას ელჩები არ კიდებდნენ, ყველა ელჩის კაბინეტში ეკიდა უკლებლივ. მიზანი ამდენი სიცრუისა ის არის, რომ ხელი ან მე ჩავიქნიო, ან ჩემი ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა და აღარ ვიაქტიუროთ, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

შარმანაშვილის თქმით, ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა კარგად იციან, რომ სამხედრო გადატრიალების დროს ედეპეს ლიდერი და ხელმძღვანელობის ნაწილი პატიმრობაში იყვნენ და პარტია სრულყოფილად ვერ ფუნქციონირებდა, თუმცა იტყუებიან, ისევე როგორც იციან, რომ ელჩის კაბინეტში სააკაშვილის პორტრეტს ელჩები არ კიდებდნენ, სამეურნეო საკითხებზე პასუხისმგებელი პირი აკეთებდა, ყველა ელჩის კაბინეტში უკლებლივ ეკიდა და კანონით ელჩს პოლიტიკური ნეიტრალობა ევალებოდა.

„კიდევ ერთხელ იმათ, ვისაც ვერ შეაგნებინებ სიმართლეს. იმდროინდელ ედეპეს გადატრიალება არ მოუხდენია. ოპონენტი კი იყო ხელისუფლების, მაგრამ სამხედრო გადატრიალება მრგვალი მაგიდის წიაღში აღმოცენებულმა პრემიერმა და გვარდიის ხელმძღვანელმა წამოიწყეს. ედეპეს ლიდერი გიორგი ჭანტურია,  უშიშროების იზოლატორში იყო, პოლიტიკური მდივანიც იმავე იზოლატორში, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელთა დიდი ნაწილი ასევე პატიმრობაში იმყოფებოდნენ. იგივე გველოდა ყველას. რეალურად პარტია ვერ ფუნქციონირებდა სრულყოფილად სამხედრო გადატრიალების დაწყების დროს. არ იცის ეს ბერდია სიჭინავამ და მისმა თანამოაზრეთა ჯგუფმა ? იციან, მაგრამ იტყუებიან.ახლა  სააკაშვილის ყბადაღებულ  პორტრეტზე ელჩის კაბინეტში ჩემთან. კარგად იციან, რომ ამას ელჩები არ კიდებდნენ და სამინისტროს შესაბამისი წესების მიხედვით სამეურნეო საკითხებზე პასუხისმგებელი პირი აკეთებდა. ყველა ელჩის კაბინეტში ეკიდა უკლებლივ. არ იციან ? იციან, მაგრამ მაინც უაზროდ იმეორებენ. ისიც კარგად იციან, რომ კანონის შესაბამისად ელჩს პოლიტიკური ნეიტრალობა ევალებოდა.მიზანი ამდენი სიცრუისა ის არის, რომ ხელი ან მე ჩავიქნიო, ან ჩემი ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა და აღარ ვიაქტიურო. რას ფიქრობთ, მიაღწევენ ამას ? “- წერს თენგიზ შარმანაშვილი. 

✕