ბავშვებში ახალი ვირუსი ვრცელდება - მოზარდებში მწვავე ჰეპატიტის გავრცელებაზე ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ალაპარკდა

bavShvi

სხვადასხვა ქვეყნებში ბავშვებში ახალი ვირუსი ვრცელდება. საუბარია მწვავე ჰეპატიტზე.

გაერთიანებული სამეფოს ჯანმრთელობის უსაფრთხოების სააგენტოს მიერ უცნობი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევების შესახებ მოხსენებების შემდეგ, ბავშვებში დამატებითი შემთხვევები დაფიქსირდა დანიაში, ირლანდიაში, ნიდერლანდებსა და ესპანეთში.

გარდა ამისა, დაფიქსირდა მწვავე ჰეპატიტის ცხრა შემთხვევა 1-დან 6 წლამდე ბავშვებში აშშ-ში, ალაბამას შტატში, რომლებმაც ასევე გამოავლინეს ადენოვირუსი.

კვლევები ყველა ქვეყანაში მიმდინარეობს, სადაც ინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება. ამჟამად, ამ ბავშვებში ჰეპატიტის ვირუსის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

გაერთიანებულ სამეფოში, სადაც შემთხვევების უმეტესობა დაფიქსირდა, მიიჩნევენ, რომ ინფექციის გავრცელების მიზეზი, სავარაუდოდ, კვლევების ქვეშ მყოფი შემთხვევების კლინიკურ და ეპიდემიოლოგიურ მახასიათებლებს ეფუძნება.

ECDC მუშაობს გუნდებთან თითოეული ქვეყნის შემთხვევებზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სხვა ძირითად პარტნიორებთან ერთად, რათა მხარი მიმდინარე კვლევებს დაუჭიროს. 

ეპიდემიოლოგიური რეზიუმე

გარდა იტალიისა, სხვადასხვა ქვეყნებში ბავშვებში დაფიქსირებული ვირუსული მწვავე ჰეპატიტი მკვლევართა ყურადღების ცენტრშია - ამ დრომდე ვერ მოხდა უკვე ინფიცირებულებში ერთი ან რამდენიმე საერთო ნიშან-თვისების გამოვლენა, რომელიც თითოეულ დაავადებულ მოზარდს სიმპტომის სახით ექნებოდა. 

ამ ინფორმაციას ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრი აქვეყნებს. 

2022 წლის 5 აპრილს, გაერთიანებულმა სამეფომ უცნობი ეტიოლოგიის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევების ზრდა შოტლანდიიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის დააფიქსირა, რომლებსაც მანამდე ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონიათ.

12 აპრილს, გაერთიანებულმა სამეფომ განაცხადა, რომ შოტლანდიის გარდა, ინგლისში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში დაახლოებით, 61 ბავშვში ჰეპატიტის ვირუსი გამოვლინდა, რომელთა უმეტესობა 2-დან 5 წლამდე ასაკის იყო.

14 აპრილს შოტლანდიამ განაცხადა, რომ დაკვირვების ქვეშ მყოფი 13 შემთხვევიდან ორი შემთხვევა ეპიდემიოლოგიურად იყო დაკავშირებული.

გაერთიანებულ სამეფოში კლინიკურად მძიმე მწვავე ჰეპატიტის შემთხვევები გამოვლინდა, ღვიძლის ფერმენტების (ასპარტატ ტრანსამინაზას (AST) ან ალანინ ამინოტრანსამინაზას (ALT) 500 სე/ლ-ზე მეტი) დონის მატებით და ბევრ შემთხვევაში ე.წ. სიყვითლე აღინიშნებოდა.

ზოგიერთ შემთხვევაში კუჭ-ნაწლავის პრობლემებიც გამოვლინდა, მათ შორის მუცლის ტკივილი, დიარეა და ღებინება.

ვირუსით დაავადებულთა უმრავლესობას მომატებული ტემპერატურა არ ჰქონია. ზოგიერთს უკვე ღვიძლის ტრანსპლანტაციაც კი ჩაუტარდა.

გაერთიანებული სამეფოს ცნობით, ვირუსის გავრცელება COVID-19-ის ვაქცინასთან მიმართებაში არ გამოვლენილა, მკვლევართა მიერ შეგროვებული ანამნეზიდან რაიმე საერთო ზემოქმედების იდენტიფიცირების ნიშანი არ გამოვლენილა.

exclusivetv-იც ცნობით, იტალიაში ამ დროისთვის 10 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 3 დადასტურებით მწვავე ჰეპატიტია, ხოლო შვიდზე ეჭვი აქვთ.

სილერის განცხადებით, პანიკაში არ უნდა ჩავვარდეთ, რადგან შეიძლება უკვე დაფიქსირებული და მომავალში გამოვლენილი ჰეპატიტის შემთხვევები, ყველა უცნობი ფორმა არ იყოს და მათი მართვა რთული არ აღმოჩნდეს.