დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
გადაცემაში „ექიმები“ ლევან ქარაზანიშვილმა და რეზო ომიაძემ დაასახელეს ის პროდუქტები, რომლებიც დილით, უზმოზე არ უნდა მიიღოთ:
ფორთოხლის წვენი - უზმოზე კუჭში მოხვედრისას მას არც თუ ისე კარგი რეაქცია ექნება, რადგანაც ხილის წვენი დიდი რაოდენობით ფრუქტოზას შეიცავს. ახალგაღვიძებულ ორგანიზმს, პანკრეასსა და ღვიძლს ძალიან უჭირს მისი გადამუშავება. უმჯობესია, ის მას შემდეგ დალიოთ, როცა უკვე სხვა რაღასაც მიირთმევთ. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღის განმავლობაში ერთ ფორთოხალზე მეტი არ არის რეკომენდებული.
ცოცხალი ბოსტნეულით დამზადებული სალათები - უზმოზე უმი ბოსტნეული არც თუ ისე კარგი არჩევანია. მთელი ღამის დასვენების შემდეგ ორგანიზმს უხეში უჯრედისის დამუშავება უჭირს. ამიტომ, თუ დისკომფორტის თავიდან აცილება გსურთ, სალათები ცოტა მოგვიანებით მიირთვით.
ცხარე საკვები - ეს კუჭ-ნაწლავს გააღიზიანებს და შესაძლოა, გულძმარვა მთელი დღე გაგყვეთ. მაგალითად, თუ საუზმეზე კვერცხს შეარჩევთ, უმჯობესია, რომ მას ცხარე სოუსი არ მოასხათ.
იოგურტი - ის სასარგებლო პროდუქტია, თუმცა თუ დილით რომელიმე ფერმენტირებული პროდუქტის ჭამა მოისურვეთ, მანამდე აუცილებლად სხვა საკვები უნდა მიირთვათ, რადგან უზმოზე იოგურტის მიღებამ შესაძლოა, კუჭში მეგობარი ბაქტერიების ბალანსი დაარღვიოს. ეს არ ეხება ყველს. ყველი თავისუფლად შეგიძლიათ დილით მიირთვათ, რადგან მას კუჭი კარგად და მარტივად გადაამუშავებს.
ყოველი დილა, უზმოზე 1 ჭიქა წყლით უნდა დაიწყოთ. წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის. ასევე არ შეიძლება ცხელი სითხის მიღება.
ასევე ნახეთ:
👉 „... გადავრჩი, იმისთვის რომ შენ მყავდე ბედნიერი“ – რას წერს დათო ევგენიძე
👉 „სიძე გვინდა და ეგაა“ - ბაბი კირკიტაძე საპატარძლო კაბაში გამოჩნდა