ნიგერიელი შეფმზარეული საკვებს 90 საათის განმავლობაში შეუსვენებლად ამზადებდა

მზარეული

ნიგერიელი შეფმზარეული საკვებს 90 საათის განმავლობაში შეუსვენებლად ამზადებდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ნიგერიელი შეფმზარეული, ჰილდა ბაჩი, 90 საათის განმავლობაში, 100-ზე მეტ სხვადასხვა კერძს შეუსვენებლად ამზადებდა, რის შედეგადაც მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

მან 2019 წელს დამყარებული, ასევე ინდოელი შეფმზარეულის რეკორდი გააუმჯობესა, რომლის ხანგრძლივობა 87 საათსა და 45 წუთს შეადგენდა.

Guinness World Records-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის არც ერთი ოფიციალური პირი პროცესის დროს ადგილზე არ იმყოფებოდა, ისინი დამონტაჟებული კამერების მეშვეობით დაადგენენ  მოხსნა თუ არა ჰილდა ბაჩიმ ახალი რეკორდი.