„12 წლამდე ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი” – მასტერშეფის გამარჯვებული ჯოზი გახდა

ჯოზი

„მასტერშეფის” მე-9 სეზონის გამარჯვებული ჯოზი გახდა. ის კულინარიულ შოუში საკმაოდ მძიმე ისტორიით მივიდა.

„ვარ 24 წლის. ბავშვური ვარ, თბილი, კეთილი, უბოროტო. 7 წელია, ამ სფეროში ვმუშაობ. 2 წლიდან 12 წლამდე ვიზრდებოდი ბავშვთა სახლში. იქ ცხოვრება და ჩემი ბავშვობა ჩემი ცხოვრების ყველაზე ძლიერ მხარედ მაქვს აღიარებული.

ვინც ბავშვთა სახლში გაიზარდნენ, მინდა, მათაც ბიძგი მივცე, რომ ამით არაფერი მთავრდება, პირიქით, ადამიანს ყველანაირი შესაძლებლობა ეძლევა, – ასე წარდგა ჯოზი ,,მასტერშეფის” მაყურებლის წინაშე.

ჯოზიმ კულინარიულ კონკურსში პირველი კერძი აფხაზებს მიუძღვნა, ფინალში მისი კონცეფცია გაერთიანებული საქართველო იყო.
აღსანიშნავია, რომ ჯოზის შოუს განმავლობაში დედა ქომაგობდა და ამხნევებდა.