პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცდამ, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 20 წელზე დიდხანს მიმდინარეობდა ათასზე მეტ ადამიანზე, მნიშვნელოვანი შედეგები დადო. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ „დავადგინეთ, რომ რეზისტენტული სახამებელი გარკვეულ კიბოებს 60 პროცენტზე მეტით ამცირებს. ეფექტი ყველაზე აშკარა იყო ნაწლავების ზედა ნაწილში.
უფრო მეტიც, შედეგები იმდენად დამაჯერებელი იყო კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილის კიბოების რისკის შემცირების თვალსაზრისით, რომ მკვლევრები ახლა მათ გამეორებას ცდილობენ, რათა დარწმუნდნენ, რომ არაფერი გამორჩენიათ.
კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილის კიბოები მოიცავს საყლაპავი მილის, კუჭის და პანკრეასის კიბოებს.
„შედეგები ამაღელვებელია, მაგრამ მოულოდნელი იყო დამცავი ეფექტის სიდიდე კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტში; ამიტომ, შედეგების დასადასტურებლად საჭიროა დამატებითი კვლევები“, - ამბობს ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, ლიდსის უნივერსიტეტის გენეტიკური ეპიდემიოლოგი ტიმ ბიშოპი.
რეზისტენტული სახამებელი არის სახამებლის ტიპი, რომელიც წვრილ ნაწლავში გაივლის და შემდეგ მსხვილ ნაწლავში ფერმენტირდება, სადაც ის ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიებს კვებავს. მისი ყიდვა შესაძლებელია ბოჭკოს მსგავსი საკვები დანამატის სახით, ბუნებრივად კი გვხდება სხვადასხვა საკვებში, მათ შორის მწვანე ბანანში, შვრიაში, მოხარშულ და გაციებულ მაკარონსა და ბრინჯში, ბარდასა და ლობიოში.
ორმაგად ბრმა ცდა 1999-2005 წლებში მიმდინარეობდა და მონაწილეობდა 918 ადამიანი, რომლებსაც ჰქონდათ მდგომარეობა, სახელად ლინჩის სინდრომი. ლინჩის სინდრომი ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გენეტიკური მიდრეკილებაა კიბოსკენ; მასთან დაკავშირებულ გენს ატარებს ყოველი სამასი ადამიანიდან დაახლოებით ერთი.
მათ, ვისაც ლინჩის სინდრომის გენები მემკვიდრეობით ერგოთ, მნიშვნელოვნად მაღალი აქვთ ისეთი კიბოების განვითარების შანსი, როგორებიც არის კოლორექტალური (მსხვილი ნაწლავის) კიბო, კუჭის, საშვილოსნოსშიგნითა, საკვერცხეების, პანკრეასის, პროსტატის, საშარდე გზების, თირკმლების, ნაღვლის სადინარის, სწორი ნაწლავის და თავის ტვინის კიბოები.
იმის დასადგენად, თუ როგორ შეუძლიათ მათ ამ რისკის შემცირება, შემთხვევითობის პრინციპით გადანაწილდნენ ორ ჯგუფად, რომელთაგან 463 მონაწილეს ორი წლის განმავლობაში აძლევდნენ დღეში 30 გრამ რეზისტენტულ სახამებელს ფხვნილის სახით, ისე, რომ მათ ამის შესახებ არ იცოდნენ; ეს დაახლოებით დღეში ერთი არც ისე დამწიფებული ბანანის ჭამას უდრიდა.
ლინჩის სინდრომის მქონე დანარჩენ 455 ადამიანს ყოველდღიურად პლაცებოს აძლევდნენ, რომელიც ფხვნილის სახის რეზისტენტულ სახამებელს ჰგავდა, მაგრამ არ შეიცავდა აქტიურ ინგრედიენტებს.
ორივე ჯგუფს ცდის დასრულებიდან 10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. სწორედ ამ დაკვირვებათა შედეგები გამოაქვეყნეს მეცნიერებმა ახლა.
ამ პერიოდში, კუჭ-ნაწლავის ზედა ნაწილის კიბოს მხოლოდ ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა იმ 463 ადამიანს შორის, რომლებიც რეზისტენტულ სახამებელს იღებდნენ. მეორე, 455-კაციან ჯგუფში, რომლის წევრებიც პლაცებოს იღებდნენ, კიბოს 21 შემთხვევა დაფიქსირდა.
„ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან კუჭ-ნაწლავის ზედა ტრაქტის კიბოს დიაგნოსტირება რთულია და ხშირად ეს ადრეულ ეტაპზე ვერ ხერხდება“, — ამბობს მათერსი.
თუმცა, გამოიკვეთა ერთი მიმართულება, სადაც რეზისტენტულმა სახამებელმა არც ისე დიდი სხვაობა იქონია — სწორი ნაწლავის კიბოს მაჩვენებელი.
დამატებითი კვლევებია საჭირო იმის დასადგენად, თუ რატომ მოხდა ასე, მაგრამ მკვლევრებს უკვე აქვთ გარკვეული მოსაზრებები.
„ვფიქრობთ, რომ რეზისტენტული სახამებელი კიბოს განვითარების რისკს შეიძლება ამცირებდეს ნაღვლის მჟავებში ბაქტერიული მეტაბოლიზმის შეცვლის გზით; ამ ტიპის ნაღვლის მჟავების შემცირებას შეუძლია დააზიანოს ჩვენი დნმ და და საბოლოოდ გამოიწვიოს კიბო. თუმცა, ამას კვლევების გაგრძელება სჭირდება“, — აღნიშნავს მათერსი.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კვლევა ჩატარდა ადამიანებზე, რომლებიც გენეტიკურად უკვე მიდრეკილნი იყვნენ კიბოსკენ და არ შეიძლება, შედეგები გადაჭრით მოვარგოთ ფართო საზოგადოებას. თუმცა, შეიძლება ძალიან ბევრი რამ ვისწავლოთ იმის უკეთ გარკვევით, როგორ შეიძლება გვეხმარებოდეს რეზისტენტული სახამებელი კიბოსგან დაცვაში.
თავდაპირველ ცდას CAPP2 უწოდეს და ჯგუფი ამჟამად ატარებს შემდეგ ცდას, სახელად CaPP3, რომელშიც ლინჩის სინდრომის მქონე 1800 ადამიანი მონაწილეობს.
შეიძლება შემაშფოთებლად მოგეჩვენოთ ის ფაქტიც, რომ რეზისტენტულ სახამებელს გავლენა არ მოუხდენია კოლორექტალური კიბოს მაჩვენებელზე, მაგრამ არ ინაღვლოთ, კვლევას ამ ფრონტზეც აქვს კარგი ამბები.
თავდაპირველ ცდაში ასევე შეისწავლეს, ამცირებდა თუ არა კიბოს რისკს ასპირინის ყოველდღიურად მიღება. 2020 წელს, ჯგუფმა გამოაქვეყნა შედეგები, რომელთა მიხედვითაც, ასპირინი ლინჩის სინდრომის მქონე პაციენტებში მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს 50 პროცენტით ამცირებს.
„ლინჩის სინდრომის პაციენტები მაღალი რისკის ქვეშ არიან, რადგან მათში უფრო მაღალია კიბოს განვითარების შანსი; შესაბამისად, იმის აღმოჩენა, რომ ასპირინს შეუძლია მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკის შემცირება, რეზისტენტული სახამებელი კი სხვა კიბოების რისკებს ანახევრებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამბავია“, — ამბობს ცდების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ნიუკასლის უნივერსიტეტის გენეტიკოსი ჯონ ბარნსი.