ამირან გამყრელიძემ დაასახელა რეკომენდაციები, რაც გასათვალისწინებელია კოვიდის ახალი ტალღის მოლოდინში

kovidregulacia

მთავარ რეკომენდაციად შემოდგომისთვის ისევ და ისევ იმუნური ფენის გაზრდა რჩება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომელიც ბათუმში მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და ეპიდვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„b4 და b5 ხასიათდებიან უფრო მაღალი ტრანსმისიით, ანუ გავრცელებით და გადადებით, მაგრამ მისი სიმძიმე არ არის უფრო მეტი. მთავარ რეკომენდაციად შემოდგომისთვის ისევ და ისევ იმუნური ფენის გაზრდა რჩება. ამიტომ აუცილებელია, რომ მივმართოთ ამცრელ პუნქტებს და ავიცრათ. ვინც აცრილია და „ბუსტერიც“ გაკეთებული აქვს, სასურველია, რომ მეორე „ბუსტერი“ გაიკეთონ“, - განაცხადა გამყრელიძემ.