პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქართველი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის პიკი, სავარაუდოდ, შემოდგომისთვის იქნება.
მათივე შეფასებით, მატება დრამატული არ უნდა იყოს, თუმცა, მედიკოსები საზოგადოებას ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისკენ მოუწოდებენ.
„ფიქსირდება ახალი შემთხვევების ზრდა. სულ რაღაც 2 კვირის წინ იყო 50-60 ახალი შემთხვევა, მაგრამ ის, რაც კარგია, ჩვენთან გარდაცვალება შენარჩუნებულია ძალიან დაბალ, პრაქტიკულად ნულოვან ნიშნულზე. ჩვენ ვართ ვაქცინაციით დაბალი მოცვის ქვეყანა და მოხსნილია ყველა რეგულაცია, ყველაფერი ამის გამო, მე პირადად ველი, რომ იქნება შემთხვევების ზრდა და პიკს, ეს ზრდა, ჩემი ვარაუდით მიაღწევს შემოდგომაზე“, - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.