გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
მსოფლიოში "მაიმუნის ყვავილი", ჯერჯერობით, კვლავ ვრცელდება, ამიტომ ბევრს აინტერესებს მისი გადადების გზები. ვირუსის გადადების რა გზები არსებობს და რა შემთხვევაშია ადამიანი რისკის ქვეშ - თემაზე ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა საუბრობს:
"ზოგადად, ე.წ. მაიმუნის ყვავილი არ გადადის ისე მარტივად, როგორც კორონავირუსი, გრიპის ვირუსი, წითელა ან ჩუტყვავილა. თუმცა, მაინც საყურადღებოა. ძირითადად, გადადება ხდება, როდესაც კონტაქტი დაინფიცირებულ ადამიანთან ან ცხოველთან გვაქვს. თუ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტი, ანუ 1 მეტრზე ახლო კონტაქტი გვაქვს და ეს კონტაქტი მინიმუმ 1 საათს გრძელდება, ასეთ დროს არის რისკი, რომ წვეთოვანი გზით დავინფიცირდეთ.
ასევე, კვლევებმა აჩვენა და სპერმაში ვირუსის გენეტიკური მასალა აღმოჩნდა, რამაც კიდევ ერთხელ გააღრმავა ეჭვი და პრაქტიკულად დაამტკიცა, რომ სქესობრივი კონტაქტითაც არის მაღალი რისკი, რომ დავინფიცირდეთ. მოკლევადიანი კონტაქტებისას, მაგალითად, ჩახუტება, გადაკოცნა, ხელის ჩამორთმევა, თუ ადამიანს არ აქვს გამონაყარი, ასეთ დროს ალბათობა, რომ დავინფიცირდეთ, ძალიან დაბალია. თუმცა, მე მაინც ვურჩევ მოსახლეობას, რომ დავიცვათ ჰიგიენური ნორმები და ხელები შესაბამისი წესით დავიმუშაოთ. ამ წესების დაცვა მაიმუნის ყვავილის გარეშეც აუცილებელია. მაგრამ, როგორც აღვნიშნე, თუ ადამიანს აქვს გამონაყარი და ჩვენ შევეხებით ამ გამონაყარს, ახლო კონტაქტი გვექნება, დაინფიცირების რისკები, რა თქმა უნდა არსებობს", - აცხადებს გოგინავა მშობლები. ge-სთან.