გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
„ომიკრონის“ შემთხვევებში რეინიფიცრება მაღალია. ანუ, ადამიანებმა, რომლებმაც გადაიტანეს „დელტა“, მათ ემართებათ, ამიტომ დღეს, ჩვენი და ყველას მთავარი მოწოდება უნდა იყოს, რომ ყველა ადამიანი, მილიონ ორასი ათასი ადამიანი ვინც აცრილია ორჯერადად, მიბრძანდნენ ამცრელ პუნქტებში და გაიკეთონ „ბუსტერი“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„გამოჩნდა კიდევ ახალი კვლევებით, რომ იგივე „სინოფარმის“ „ბუსტერი“, ანუ მესამე დოზაც სერიოზულად გამოიმუშავებს გამანეიტრალიზებელ ანტისხეულებს „ომიკრონის“ მიმართ. ამიტომ, „ბუსტერი“, როგორც „ფაიზერით“, ისე „სინოვაკით“ თუ „სინოფარმით“, აუციელებელია“, - აღნიშნა გამყრელიძემ.