ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში იანვარ-აპრილის პერიოდში ჩუტყვავილას ვირუსის 3 118 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.
ივანე ჩხაიძემ ვირუსის გავრცელების რისკებსა და ჩუტყვავილას მახასიათებლებზე დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა და ასევე განმარტა, რატომ არ ტარდება ქვეყანაში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო აცრა.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ქვეყანაში ჩუტყვავილას შემთხვევების მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2018 წელს გვქონდა – დაფიქსირდა 10 196 შემთხვევა მაშინ, როდესაც სტანდარტულად, 3-4 ათასი შემთხვევა ფიქსირდებოდა.
2018 წელს შემთხვევების სერიოზული მატება იყო. წინა წელს ქვეყანაში სულ 2 600 შემთხვევა იყო, მაგრამ წელს ასევე აფეთქება გვაქვს.
ასევე ნახეთ: „გამონაყარი მექანიკურად არ დავაზიანოთ“ - აქვს თუ არა უკუჩვენება ბანაობას ჩუტყვავილას დროს
ბოლო 4 თვეში – იანვრიდან აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში 3 118 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა.
შესაბამისად, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, ამ მხრივ 2023 წელიც გამორჩეული იქნება და ალბათ, წლის განმავლობაში ათი ათასამდე შემთხვევა გვექნება.
2018 წლის შემდეგ, წელს არის ისე პერიოდი, როდესაც შემთხვევების მკვეთრი მატება გვაქვს. 2-3-ჯერ მეტი, ვიდრე სხვა წლებში აღინიშნება.
ჩუტყვავილას დროს, გარდაცვალების შემთხვევები არის 100 000 ინფიცირებულზე 1, მაშინ, როდესაც წითელას შემთხვევაში ეს ციფრი არის 3 000 ინფიცირებულზე 1.
ასევე წაიკითხეთ: „დააჭერით ბავშვს ფრჩხილები მოკლედ... არ გამოიყენოთ ასპირინი სიცხის დასაწევად... “ - როგორ მოვუაროთ ბავშვს ჩუტყვავილას დროს
ჩუტყვავილას გართულებებიდან ყველაზე მთავარი მეორადი ბაქტერიული ინფექციაა. შეიძლება გამონაყარი დაინფიცირდეს და განვითარდეს ბაქტერიული სუპერინფექცია, რამაც შეიძლება მძიმე მდგომარეობა გამოიწვიოს. შეიძლება იყოს ფილტვების ანთება, სისტემური ანთებითი პასუხი და ა.შ, მაგრამ სხვა დაავადებისგან განსხვავებით, ეს ძალიან იშვიათია.
ჩუტყვავილას ვაქცინაცია ტარდება მხოლოდ კერძო ვაქცინაციის კაბინეტებში, რომელსაც ინდივიდუალურად შემოაქვს ეს ვაქცინები. ეს ვაქცინა სახელმწიფოს არ შემოაქვს, შემოაქვთ მხოლოდ კერძო ვაქცინაციის კაბინეტებს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ასევე დაგაინტერესებთ:
👉 „გამონაყარი მექანიკურად არ დავაზიანოთ“ - აქვს თუ არა უკუჩვენება ბანაობას ჩუტყვავილას დროს
👉 ახალი პრეპარატი ალცჰაიმერის პროგრესირებას 35%-ით ანელებს
👉 მიზეზები, რომლებიც მეხსიერების პრობლემებს იწვევს - ეს უნდა იცოდეთ