„2-3 კვირაში შესაძლოა, კოვიდის ახალი შტამი გავრცელდეს“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი

2-3 კვირაში შესაძლოა კოვიდის ახალი შტამი გავრცელდეს, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში აცხადებს.

„თავიდანვე მინდა ვთქვა, დიდი მოლოდინი, რომ რაღაც კატასტროფის წინაშე დადგება და ახალი ტალღა იქნება მსოფლიოში, არც ერთ ახალ შტამს არ უკავშირდება. 

მაგრამ რამდენიმე ნიუანსია და უნდა აღვნიშნო - ერთი მნიშვნელოვანი არის ის, რომ კოვიდი, როგორც მოვლენა, თავისი ომიკრონის ქვე ვარიანტით, რაც დღეს არის დომინანტური, ყველა დასუსტებულია. ძირითადად, დაავადება ზედა სასუნთქი სისტემით არის შემოფარგლული და მიდრეკილება, რომ ქვედა სასუნთქ გზებში ჩავიდეს და გამოიწვიოს ფილტვის ანთება და გართულებები გამოიწვიოს, მკვეთრად შემცირებულია.“ - აცხადებს კულუმბეგოვი.

ნახეთ ვრცლად ↓