ინდოელმა კაცმა კოვიდისგან დაღუპული ცოლის სილიკონის ასლი შეუკვეთა - რეალისტური სილიკონის ინდრანი ნათესავებს აფრთხობს

ინდოელი

დამწუხრებული ქმარი ამტკიცებს, რომ მას სიამოვნებს სილიკონის ცოლისთვის თმის დავარცხნა და როცა ხედავს, რომ მისი ცოლი კვლავ ზის მის საყვარელ დივანზე.
გასულ გაზაფხულზე, 65 წლის ინდოელი პენსიონერის, ტაპას სანდილიას ოჯახმა მწუხარება განიცადა: მისი მეუღლე ინდრანი, რომელთანაც მამაკაცი 39 წელი ცხოვრობდა, გარდაიცვალა COVID-19-ით. იგი გარდაიცვალა საავადმყოფოში, როდესაც მისი ქმარი იზოლირებულად იმყოფებოდა სახლში, ეპიდემიის მეორე ტალღის დროს,  რომელიც ინდოეთში კიდევ უფრო დამანგრეველი იყო, ვიდრე პირველი.

ვერ შეურიგდა ცოლის დაკარგვას, ტაპასმა მიმართა მოქანდაკე სუბიმალ დასს, რომელმაც შექმნა ინდრანის რეალური ზომის ასლი ცვილის, მინაბოჭკოვანი მინისა და სილიკონისგან, წერს Daily Mail.

სამუშაო არ იყო ადვილი ოსტატისთვის, რადგან არასოდეს შეხვედრია ინდრანს სიცოცხლის განმავლობაში და არ შეეძლო მისი სახის გადაღება. ქმართან ერთად რამდენიმე დღე მუშაობდა ქალის სხეულის თიხის მოდელისა და მისი სახის 3D გამოსახულების შექმნაზე, რომელიც აწყობილი იყო ინდოელი ქალის რამდენიმე ფოტოსურათიდან. სახის გამომეტყველების სიზუსტე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ტაპასისთვის. „ბოლოს და ბოლოს, მე მასთან 39 წელი ვიცხოვრე”, - ამბობს ინდოელი.

ქანდაკებაზე მუშაობა ექვს თვეს გაგრძელდა და პენსიონერს 250 000 რუპია დაუჯდა (დღევანდელი კურსით ეს არის დაახლოებით 8 000 ლარი). უცნაურია, მაგრამ ეს თავად ინდრანის სურვილი იყო. რამდენიმე წლის წინ, როდესაც წყვილი ერთად ეწვია მაიაპურში ისკონის ინდუისტურ ტაძარს, ქალი გააოცა ორდენის დამაარსებლის ქანდაკების რეალიზმმა. მოგვიანებით ინდრანიმ თქვა, რომ მას სურდა ტაპასის მისთვის მსგავსი ქანდაკება გაეკეთებინა, თუ ის მასზე ადრე გარდაიცვლებოდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მამაკაცი კვლავ დაბრუნდა ტაძარში და თან შთაგონებული იყო ყველაფრის ბოლომდე მიყვანის იდეით.უკვე ნახევარი წელია, ინდრანის ქანდაკება დივანზე ზის იმ ადგილას, რომელიც ინდოელ ქალს სიცოცხლეშივე უყვარდა. იგი გამოწყობილია აბრეშუმის სარიში და ოქროს სამკაულებში, რომელიც ეცვა შვილის ქორწილში. ტაპასი ფრთხილად ვარცხნის მას თმას და უკეთებს ვარცხნილობას. რაც შეეხება ოჯახის ახლობლებს, ისინი ამ იდეის წინააღმდეგი იყვნენ. რეალისტური სილიკონის ინდრანი აფრთხობს ცრუმორწმუნე ადამიანებს. „უცნაური ხალხი“, - ამბობს ინდოელი. - „მათ არ ესმით, რომ ეს უფრო იოლია ჩემთვის“.