11-წლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფი Spice Girls სრული შემადგენლობით მეფე ჩარლზის კორონაციაზე იმღერებს - Daily Mail

ჩარლზი

11-წლიანი პაუზის შემდეგ ჯგუფი Spice Girls სრული შემადგენლობით მეფე ჩარლზის კორონაციაზე იმღერებს. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail ავრცელებს. 

„კორონაცია მაისშია დაგეგმილი და ცნობილია, რომ ბრიტანეთში დღესასწაული სამ დღეს გასტანს, სამეფო ოჯახი იმედოვნებს, რომ გოგონები სრული შემადგენლობით მივლენ კორონაციაზე და მეფესაც შეხვდებიან “, - - წერს გამოცემა.

ბოლოს ჯგუფი Spice Girls 2012 წელს ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაზე გამოჩნდა. ცოტა ხნის წინ კი, ბენდის წევრები ემა ბანტონის დაბადების დღეზეც იმყოფებოდნენ. ცნობილია, რომ მელანი სის, ემა ბანტონს, მელ ბის, ვიქტორია ბექჰემსაც და ჯერი ჰოლიველს ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვთ.