პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
განვითარებულ სამყაროში, რომ მოდა ზენიტშია, ამაზე აღარავინ დაობს. დღეს, ქართველები, რომ მსოფლიო ვარსკვლავებს აცმევენ, ამაშიც უჩვეულო აღარაფერია, მაგრამ რა ხდებოდა ადრე, არა წლების, არამედ საუკუნის ან საუკუნეების წინათ?! ვინ იყვნენ ის ქართველი კუწურიეები, რომელთა შემოქმედება მართალია, ქვეყნის საზღვრებს ვერ გასცდა, მაგრამ სახელი ჩვენს ქვეყანაში გაითქვეს და მათთან შესამოსად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოდიოდნენ.
რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში უჩვეულო ფოტო გავრცელდა.
როგორც პოსტის ავტორი იტყობინება, გურიის ერთ-ერთი საფლავზე გადაღებულ ფოტოზე გამოსახული არასტანდარტული საფლავი ქვა 1922 წლით თარიღდება და ის ვინმე „ოლღა მოდისტკას“ ეკუთვნის. ქვაში გამოკვეთილი საკერავი მანქანისა და გიტარის ზემოთ ასეთი მინაწერი აქვს გაკეთებული: „ოლღა მოდისტკა.“
ზუსტად არავინ იცის, როგორ განვლო ცხოვრება და რა გზა გაიარა ოლღამ. არც ის იციან, რით დაიმსახურა ასეთი უკანასკნელი სახსოვარი... აი რას წერს მასზე პოსტის ავტორი:
„ფანტასტიკური საფლავის ქვა გურიიდან. წარწერა - ოლღა მოდისტკას საფლავის ქვაზე. (მე მოდნიცად მოვნათლე, რადგან ვფიქრობ, რომ ეს გურული კუწურიე თავადაც გემოვნებით იმოსებოდა და ხალისიანი ქალიც გახლდათ).
საფლავის ქვაზე გამოკვეთილია საკერავი მანქანა და გიტარა. ჩვენი ოლღა, ეტყობა, კარგად კერავდა და, მოცალეობის ჟამს, ალბათ, გიტარაზე უკრავდა.
ჩვენი მოდნიცა-მოდისტკა 1922 წელს გარდაცვლილა. მეხუთე სიტყვა ვერ ამოვიკითხე და თუ ვინმე შეძლებს წაკითხვას, გამახარებს... საკერავი მანქანა, ალბათ, ზინგერია.
მე თუ მკითხავთ, ეს საფლავის ქვა სამუზეუმო ექსპონატია. უფალმა აცხონოს ოლღა! და, ამ ქვის შემქმნელიც აცხონოს უფალმა! აი, ასე! სამოსის მხატვარ-მოდელიერი ოლღა!" - წერს თინათინ მღვდლიაშვილი
P.S. ნონა ნაჭყებია-კონსტანტინიდის აზრით, საფლავზე ასეთი წარწერაა: ,,ოლღა. მოდისკა. იყავი. და. გეძღვნება. შენ.
ნანა კურტანიძემ კი ასეთი ვერსია მომაწოდა: გესაჭიროება წერიაო. იდეები მოდის: გეხარება შენ. გეხატება შენ. გენატრება შენ. გეხამება შენ. გეძღვნება შენ. მომწერეს, რომ ოლღა გახლდათ ოლღა მჟავანაძე - კვაჭანტირაძე. წამოაყენეს აზრი, რომ ცაცია იყო. ანგელოზი იყო ოლღაო, - ასე ამბობდნენ ძველებიო.“ - წერს პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი.