მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
"ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მესამე ქვეყანა, საქართველო, დაჩაგრული აღმოჩნდა, მძიმე ისტორიული და სტრატეგიული შეცდომაა", - ასე ეხმაურება გერმანული ბუნდესტაგის წევრი გიუნტერ კრიხბაუმი ევროკომისიის უარყოფით გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე საქართველოს მიერ შეტანილ განაცხადთან დაკავშირებით.
„ფედერალური კანცლერი კიევშია. ეს უფრო ადრე იყო გასაკეთებელი! ბოლოს და ბოლოს ის მხარს უჭერს უკრაინის და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს. თუმცა ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მესამე ქვეყანა, საქართველო, დაჩაგრული აღმოჩნდა, მძიმე ისტორიული და სტრატეგიული შეცდომაა“, - წერს კრიხბაუმი Twitter-ზე.