პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
წარმოიდგინეთ, რომ ფული საერთოდ არ გაქვს და არც გექნება. თუმცა, ბედნიერი ხარ, რადგან მათ გარეშე ძალიან კარგად შეგიძლია არსებობა. ასეთი ცხოვრება შეგნებულად აირჩია გერმანელმა ფსიქოთერაპევტმა, ჰაიდემარ შვერმერმა და ცნობილი გახდა მსოფლიოში.
ფულის დათმობა ყველაფერი არ არის. ჰაიდემარიმ მთლიანად მოიშორა ქონება, უარი თქვა დაზღვევაზე, გასცა ნივთები და დანაზოგი და წავიდა გრძელ, უფრო სწორად, დაუსრულებელ მოგზაურობაში, სადაც თან წაიღო მხოლოდ ჩემოდანი, რომელშიც ჰქონდა ყველაფერი, რაც სჭირდებოდა. როგორ ცხოვრობდა ის 20 წლის განმავლობაში ფულის გარეშე?
როგორ დაიწყო
ჰაიდემარი შვერმერმა ფულისგან სრულად გათავისუფლების გადაწყვეტილება 53 წლისამ მიიღო. დიახ, ამ ასაკში ის საოცარ სოციალურ ექსპერიმენტზე წავიდა. 47 წლისა, ქმართან განქორწინების შემდეგ, გადავიდა დორტმუნდში და შეამჩნია, რამდენი უსახლკარო და მათხოვარი იყო ქალაქის ქუჩებში.
მანამდეც უწევდა რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში მყოფი ადამიანების დახმარება და ჰაიდემარიმ დაიწყო ფიქრი, რომ ამ გიჟურ სამყაროში ადამიანებისადმი ადამიანური დამოკიდებულება რაღაცნაირად დაიკარგა და სიკეთის ბალანსი ირღვევა.
ქსელი, „მიეცი და აიღე“
1994 წელს ჰაიდემარიმ შექმნა ქსელი, სახელწოდებით Give and Take. მისი გონება მუშაობდა ერთი მარტივი პრინციპით: ყველაფერი რეგულირდება ექსკლუზიურად ბარტერული გზით. ქსელი არ ცნობდა ფულთან ურთიერთობას. ადამიანებს მხოლოდ სერვისებისა და ნივთების გაცვლა შეეძლოთ.
თავდაპირველად, ქსელი ღარიბებსა და უსახლკაროებს უნდა დახმარებოდა, მაგრამ მოგვიანებით პენსიონერები, მარტოხელა ადამიანები, მოხალისეები შეუერთდნენ, თუმცა, სწორედ ის ადამიანები, ვისთვისაც შეიქმნა ქსელი, უსახლკაროები და ღარიბები, ჯიუტად ეუბნებოდნენ ჰაიდემარის: „თქვენ, განათლებულო და წარმატებულო ქალბატონო, ვერასოდეს გაგვიგებთ ჩვენ“...
ერთი ჩემოდანი და 200 ევრო
შვერმერმა გადაწყვიტა, ეცადა, ღარიბი ადამიანის ცხოვრებით ეცხოვრა. დაიწყო მუშაობა რესტორანში, ჭურჭლის მრეცხავად. შესაძლოა, სწორედ ამ ნამუშევარმა მოახდინა გავლენა მოვლენების შემდგომ მიმდინარეობაზე ან შესაძლოა, ჰაიდემარი უბრალოდ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მას არ სჭირდებოდა ის ფული, რაც მას ჰქონდა...
მაგრამ მალე მან გადადგა ნაბიჯი, რომელსაც, ალბათ, თითქმის ყველა ადამიანი სასოწარკვეთილს უწოდებდა: მან თავისი ქონება მთლიანად გასცა. შვერმერი იხსენებდა: „როგორც კი ჩემი ბინა დაცარიელდა, სიხარულისგან ავხტი“. მან ბინის მეპატრონეს უთხრა, რომ აღარ ქირავდებოდა, საბანკო ანგარიშები დახურა და სახლიდან გავიდა.
ჰაიდემარიმ სახლიდან ერთი ჩემოდანი და ზურგჩანთა დაიტოვა, სარეზერვო ფონდად თან წაიღო მცირე თანხა - 200 ევრო და დაიწყო საკუთარი ექსპერიმენტი. მან თავისი სამუშაო საათების (ფსიქოთერაპიის სესიები) ანაზღაურება სურსათით დაიწყო. თუ მისი პროფესიული უნარები ყოველთვის არ იყო საჭირო, მერე რა? რეცხავდა ჭურჭელს, თიბავდა გაზონებს, უვლიდა ბავშვებს...
დაგეგმილი 1 წელი, რომელიც 20 წელი გაგრძელდა
თავდაპირველად ჰაიდემარი გეგმავდა ერთი წლის განმავლობაში ბარტერულ რეჟიმში ცხოვრებას, მაგრამ, ამ პერიოდის შემდეგ მიხვდა, რომ მოსწონდა. კომფორტულად ცხოვრობდა ასეთ რეჟიმში და ასე იცხოვრა... კიდევ 20 წელი. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ წლების განმავლობაში ჰაიდემარი სარეზერვო ფონდს ერთხელაც არ შეხებია.
ლექციები, მოგზაურობა, წიგნი და ფილმი
ჰეიდემარი შვერმერი ცნობილი გახდა. მისი მიწვევა დაიწყეს გაზეთებში, ჟურნალებში და ტელეარხებზე. მან იმოგზაურა მსოფლიოში, ატარებდა ლექციებს მატერიალურ ნივთებზე უარის თქმის გამოცდილების შესახებ და თქვა, რომ ამ დროს თავს ბედნიერ ადამიანად გრძნობდა. ამ ლექციებისთვის უყოყმანოდ „იხდიდნენ“ თავშესაფრის, საკვებისა და ზოგჯერ საზღვარგარეთ მოგზაურობის ხარჯებსაც კი.
2003 წელს ჰაიდემარიმ გამოაქვეყნა The Money Experiment from the Sky. „ჩემი ცხოვრება ფულის გარეშე“, რომელიც ითარგმნა რამდენიმე ენაზე. 2006 წელს შვერმერის შესახებ გადაიღეს დოკუმენტური ფილმი Living Without Money, რომელიც აჩვენეს მსოფლიოს 30 ქვეყანაში.
ჰაიდემარი შვერმერის ფილოსოფია
ჰაიდემარი შვერმერი ძალიან ღრმად ფიქრობდა. მაგალითად, მან თქვა: „სამყარო ისეა მოწყობილი, რომ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ სიცოცხლისთვის, ფულის გარეშე. საკმარისია, გინდოდეს და საჭირო ნივთები თავისთავად მოდიან.
მან მრავალი მაგალითი მოიყვანა საკუთარი ცხოვრებიდან, როცა რაღაცები თავად „მოვიდა“ მასთან, როცა სჭირდებოდა. ერთხელ ზამთარში, შარფის, ქუდისა და ხელთათმანების გარეშე დარჩენილი, ის უბრალოდ აღმოჩნდა „სწორ ადგილას" - მეგობართან. ჰაიდემარის არც კი დასჭირდა კითხვა: სწორი ფერისა და ზომის ნივთები კარადიდან „გამოცურდა“. მფლობელს ისინი უბრალოდ, აღარ სჭირდებოდა.
ახლა ჰეიდემარი შვერმერი ცოცხალი აღარ არის, მაგრამ მისი ისტორია იმდენად საოცარი და შთამაგონებელი აღმოჩნდა, რომ მან ბევრი მიმდევარი მოიპოვა. ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ ბედნიერება ფულში არ არის“.