VIDEO: როდესაც ქრისტეს საფლავი 500 წლიანი ხელშეუხებლობის შემდეგ გახსნეს, ცაზე სასწაულები ხდებოდა

ქრისტეს საფლავი

500 წლის განმავლობაში არავის  შეუხედავს იესო ქრისტეს საფლავი, მაგრამ 2016 წლის ოქტომბერში სპეციალისტთა ჯგუფმა გახსნა, რათა გამოეკვლიათ ის და რესტავრაცია ჩაეტარებინათ.

national geographic-ის არქეოლოგი, ფრედრიკ ჰიბერტი მონაწილეობდა იერუსალიმში წმინდა საფლავის აღდგენაში.

„საუკუნეების მანძილზე ხანძრის, მიწისძვრებისა და შემოსევების შედეგად ტაძარი ბევრჯერ ჩამოინგრა. ჩვენ ნამდვილად არ ვიცით, ახდენდნენ თუ არა ყოველ ჯერზე რეაბილიტაციას“. - ამბობს ის.

მომლოცველების ადგილი სარემონტო მდგომარეობაში იყო და 1959 წელს დაიწყეს მოლაპარაკებები საფლავის რესტავრაციის შესახებ. ერთსულოვანი გადაწყვეტილება უნდა მიღებულიყო და შეთანხმებულიყო „სტატუს კვოს კომიტეტთან", რომელშიც სამი რელიგიური ლიდერია.

ედიკულა ანუ პატარა სახლი, რომელიც ეკლესიის შიგნით მდებარეობს, კლდის გარშემო აშენდა, რომელიც ითვლებოდა ქრისტეს სამარხად და მას გოლგოთას კლდეს უწოდებენ.

„ყველაფერი უნდა დამტკიცდეს კომიტეტის მიერ, ასე რომ, სანთლის შეცვლასაც ბევრი დრო სჭირდება. ეკლესიის მთავარ შესასვლელს აქვს კიბე, რომელიც 240 წელია, ერთ ადგილზე დევს. მას უწოდებენ უძრავ კიბეს. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ ჩვენ საბოლოოდ ნება დაგვრთეს გვეწარმოებინა სამუშაოები, ეს იყო მოლაპარაკებების ტრიუმფი“. - თქვა ჰიბერტმა

ექსპერტებმა საბოლოოდ მიიღეს ნებართვა, აღდგენის პროცესი დაესრულებინათ სამ დღეში. 500-წლიანი ხელშეუხებლობის შემდეგ, მარმარილოს საფარი გახსნეს ბერძენი და სომეხი მართლმადიდებლური ეკლესიებისა და ფრანგი ბერების წარმომადგენლების თანდასწრებით.

საფლავის ბოლოში კირქვის ფილა აღმოჩნდა, რაზეც იწვა იესო ქრისტე. სარადარო და თერმული სკანერების დახმარებით, 35 ექსპერტს დასჭირდა 60 საათი, გასუფთავებისა და დამუშავებისთვის.

„ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესო იყო. შევედით, შევიხედეთ საფლავში და დავინახეთ ბევრი ნამსხვრევი. ასე რომ, ის არ იყო ცარიელი, თუმცა არ ყოფილა არტეფაქტები ან ძვლები“. - თქვა ჰიბერტმა.

„ჩემთვის ყველაზე საოცარი ის იყო, როცა მტვრის პირველი ფენა ამოიღეს, ვიპოვეთ მეორე მარმარილოს ნამსხვრევი. ეს იყო ნაცრისფერი და არა - კრემისფერი. შუაში იყო დახატული ლამაზი ჯვარი. ჩვენ არ ვიცოდით, რომ იქ ეს დაგვხვდებოდა“. - დასძინა ჰიბერტმა.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ჯვარი ამოტვიფრეს XII საუკუნეში ჯვაროსნებმა. ჰიბერტმა აღიარა: - როდესაც მივხვდით, რა აღმოვაჩინეთ, მუხლები ცოტა ამიკანკალდაო.

national geographic-ის მიხედვით, უკანასკნელმა შედეგებმა აჩვენა, რომ საფლავი შესაძლოა, რომის პირველი ქრისტიანი იმპერატორის, კონსტანტინეს დროს აშენდა.

„ძვლებისა და ნივთების გარეშე, ვერ ვიტყვით, რომ ეს არის ქრისტეს საფლავი. ეს რწმენის საკითხია, ასე იყო ყოველთვის და ალბათ ყოველთვის ასე იქნება“.

2017 წლის ნოემბერში national geographic-ის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში მოცემულია მეტი ინფორმაცია წმინდა საფლავის შესახებ.

სამეცნიერო კვლევები ადასტურებენ, რომ ეკლესიაში დაცული კირქვის მღვიმის ნაშთები რომაელთა საფლავის ნაშთებია.

Business Inside-ის თანახმად, მეცნიერებმა გააანალიზეს ნარჩენების ქიმიური შემადგენლობა და მიიჩნევენ, რომ ისტორიული მღვიმე 1 700 წლისაა. მანამდე ფიქრობდნენ, რომ იგი დაახლოებით 1 000 წლის იყო.

როგორც თვითმხილველები ამბობენ და ვიდეოსაც გვიზიარებენ, მაშინ, როცა ქრისტეს საფლავი გახსნეს, ცაზე სასწაულები ხდებოდა