როდესაც ბრიტანელები ითვლიან ფულს, უკრაინელები ითვლიან მსხვერპლს - ოლენა ზელენსკა

zelenska

„უკრაინის ომის მის მოკავშირეებზე მძიმე ეკონომიკურ გავლენას ახდენს“, - ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ განაცხადა.

„მესმის, რომ სიტუაცია ძალიან რთულია, თუმცა ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, ფასები, ასევე, გაიზარდა და ეს უკრაინასაც შეეხო. ფასები იზრდება უკრაინაშიც, თუმცა ამასთან ერთად ჩვენს ხალხს კლავენ. ასე რომ, როდესაც დაიწყებთ ხურდების დათვლას საბანკო ანგარიშებზე ან თქვენს ჯიბეებში, ჩვენც იმავეს ვაკეთებთ და ვითვლით ჩვენს მსხვერპლს“, – განაცხადა ოლენა ზელენსკამ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ, რა გზავნილი ექნებოდა მას ბრიტანელი ხალხისადმი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, ენერგორესურსებზე მზარდი ფასების წინაშე დგას.