ტყუპები, რომლებიც ცალ-ცალკე გააშვილეს, ერთი და იმავე ცხოვრებით ცხოვრობდნენ - მათ სახელებიც კი ერთნაირი დაარქვეს - უცნაური ისტორია

ტყუპები

იდენტური ტყუპები დაბადებისთანავე დააშორეს ერთმანეთს, თუმცა მათ მაინც იდენტური ცხოვრება ჰქონდათ. რა თქმა უნდა, იდენტური ტყუპები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, თუმცა მათი მსგავსება ბევრად უფრო შორს მიდის.

ეს არის გასაოცარი ისტორია ტყუპებზე, რომლებიც სხვადასხვა ოჯახში გააშვილეს. 

როგორც აღმოჩნდა, გაშვილებულ ბავშვებს ერთი და იგივე სახელები დაარქვეს. ჯიმ ლუისი და ჯიმ სპრინგერი მოგვიანებით ცნობილები გახდნენ, როგორც „ჯიმ ტყუპები“.

ტყუპები ერთმანეთისგან მცირე მანძილის დაშორებით ცხოვრობდნენ და არ იცოდნენ, რომ დაბადებისთანავე გააცალკევეს. 

ორივე ჯიმსი ორჯერ იყო დაქორწინებული - ორივე მათგანი დაქორწინდა ქალზე, სახელად ლინდაზე. თუმცა, ორივეს ოჯახი მალევე დაენგრა. ამის შემდეგ, ისინი შეხვდნენ ქალს, სახელად ბეტის და მათთან შექმნეს ოჯახი. ორივე ჯიმის ცოლს, ბეტისი ერქვა.

მსგავსება აქ არ მთავრდება, რადგან ორმა მამაკაცმა აღმოაჩინა, რომ მათ ლუდში ერთნაირი გემოვნება ჰქონდათ, ასევე ეწეოდნენ ერთი და იმავე ბრენდის სიგარეტს.

როდესაც მათ სთხოვეს მონაწილეობა მიეღოთ სამეცნიერო კვლევაში, მათ მიიღეს წარმოუდგენლად მსგავსი შედეგები ტესტებისთვის, რომლებიც განსაზღვრული იყო მათი პიროვნებისა და სამედიცინო ისტორიის შესამუშავებლად. ასევე,  როდესაც მათ სთხოვეს სურათის დახატვა, ორივემ დახატა იდენტური სურათი.

საბედნიეროდ, არის გარკვეული განსხვავებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნებოდა წარმოუდგენლად საშინელი ზღაპარი. ერთი ტყუპისცალი მესამედ დაქორწინდა ქალზე, სახელად სენდიზე.

1979 წლის თებერვალში ჯიმ ტყუპები საბოლოოდ შეხვდნენ ერთმანეთს 39 წლის ასაკში.