"ცხოვრება არის ის, რასაც ჩვენ ვქმნით მისგან" - 76 წლის ასაკში დაწყებული მხატვრის კარიერა და შეცვლილი ცხოვრება

ana

ბებია მოსესმა 101 წლამდე იცოცხლა. ბოლო დღემდე აქტიურად მუშაობდა და 1600-ზე მეტი ნახატი დატოვა.

ანა მარი მოსესი (Anna Mary Robertson Moses) 1860 წელს ნიუ-იორკთან, გრინვიჩში, ღარიბ ოჯახში დაიბადა. არასდროს არსად უსწავლია, 27 წლის ასაკში ღარიბ კაცზე დაქორწინდა, ათი შვილი გააჩინა, ხუთი გარდაეცვალა და მთელი ცხოვრება ფერმაში მუშაობდა, მოსვენება არ ჰქონია.

67 წლის ასაკში პენსიაზე გავიდა - განთავისუფლდა ფერმერის მოვალეობისგან. მალევე იპოვა ჰობი - ქარგვა. წყეული ართრიტი რომ არა, მთელი ცხოვრება ქარგავდა.
ანამ დაიწყო ხატვა. 


მან თავისი ნახატები მეგობრებსა და ნაცნობებს ჩამოურიგა, რომელთაგან ერთ-ერთი, ადგილობრივი ფარმაცევტი იყო, რომელმაც თავისი აფთიაქის კედლები საჩუქრებით დაამშვენა. და ეს უნდა მომხდარიყო; აფთიაქში ნიუ-იორკიდან ჩამოსულმა ფერწერის მოყვარულმა ლუი კალდორმა შეიჭყიტა.


თვითონაც არ ელოდა, რომ ეს გულუბრყვილო ნახატები ასე თუ ააფორიაქებდა. კალდორმა ყველა ნამუშევარი არა მარტო იყიდა, დაუმეგობრდა ავტორს და საზოგადოებას პროვინციელი მხატვრის ნამუშევრებიც გააცნო.

წარმატებისთვის საჭიროა რამდენიმე კომპონენტი, რომელთაგან ერთ-ერთი უდავოდ იღბალია.
1939 წელს კოლექციონერმა სიდნეი იანისმა ბებია მოსეს სამი ნახატი შეარჩია (ასე ეძახდა ანას მისი გულმოდგინე თაყვანისმცემელი) და გამოფენაში ჩართო.

მომდევნო წელს სრულმასშტაბიანი გამოფენა „სურათები ფერმიდან“ მოეწყო. 
ნათქვამია, ღმერთს სამება უყვარსო. სწორედ მესამე გამოფენამ მოუტანა თვითნასწავლ მხატვარს აღიარება. ის ნიუ-იორკში პრესკონფერენციაზე მიიწვიეს. ანა ასეც მოიქცა, პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ძალიან მაგარი იყო - მაყურებელს ცოცხალ თვალებიანი, შავ კაბიანი, ძალიან უბრალო და მომხიბვლელი მოხუცი შეუყვარდა.


კონკიას ისტორია ყოველთვის აღელვებს ადამიანებს. მაგრამ ბებია მოსესმა ყველა რეკორდი მოხსნა - მიუხედავად იმისა, რომ მისი პროვინციული ქალაქის გარეთ არასდროს გაუღწევია, პოპულარობა მასთან 80 წლის ასაკში მივიდა. მომდევნო 10 წლის განმავლობაში ანა მარის ნახატებმა დაიპყრო ამერიკა, ევროპა და იაპონიაც კი - ოცდაათი გამოფენით შტატებში, ათი კონტინენტზე და ერთი შორეულ იაპონურ კუნძულებზე.

1949 წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმანმა ცნობილი ბებია ქალთა ეროვნული პრეს-კლუბის ჯილდო გადასცა.
დიდებას მისთვის თავბრუ არ დაუხვევია. 


მან განაგრძო ცხოვრება თავის ძველ სახლში და ხატავდა პეიზაჟებს, ფერმებს და სოფლის საყოფაცხოვრებო სცენებს, რომლებიც მისთვის ძვირფასი იყო.

"მე ვუყურებ ჩემს ცხოვრებას, როგორც დასრულებული დღის სამუშაოს და მსიამოვნებს მისი მიღწევა. ცხოვრება არის ის, რასაც ჩვენ ვქმნით მისგან. ეს ყოველთვის ასე იყო და სულ ასე იქნება", - თქვა მან საკუთარ თავზე ჟურნალ Time and Life-თან ინტერვიუში.



აი ასე, 76 წლის ასაკში დაწყებული ფერმწერის კარიერით, ანა მარი მოსესი ამერიკის ყველაზე ცნობილი მხატვარ-პრიმიტივისტი გახდა. მისი ერთ-ერთი პირველი ნახატი, "ძველი ლაქებიანი სახლი", რომელიც 110 დოლარად შეიძინეს, 2004 წელს მემფისის აუქციონზე 60,000 დოლარად გაიყიდა.

ბებია მოსესმა 101 წლისა იცოცხლა. ბოლო დღემდე აქტიურად მუშაობდა და 1600-ზე მეტი ნახატი დატოვა.

ასე რომ, არასდროს არ არის გვიან. თუკი, რაიმე საყვარელი საქმის გაკეთება გსურთ, ეს შეგიძლიათ და მზაობაც გაქვთ, უნდა დაიწყოთ. მით უფრო - ხატვა.