1728312638
სტალინის საყვარელი ჭრიჭინა - ბალერინა ტრაგიკული ბედით, რომელსაც იოსებ ბესარიონოვიჩი აღმერთებდა
იგი დაიბადა დიდგვაროვანთა ოჯახში, მაგრამ იყო კომკავშირის ერთგული წევრი, ცეკვავდა არა მხოლოდ სცენაზე, არამედ ტალახში, ჯარისკაცების წინ, გადაურჩა მეორე ქმრის დაპატიმრებას, დაბრმავდა მესამეს გარდაცვალების შემდეგ. სტალინის საყვარლად ითვლებოდა... ცნობილი ბალერინას, ოლგა ლეპეშინსკაიას ბედი სავსეა სხვადასხვა მოვლენებით, მისი სიკვდილი კი დღემდე აჩენს კითხვებს.
„ჩაფიქრებული ვიყავი როგორც ბიჭი“
ოლგა ლეპეშინსკაია დაიბადა 1916 წლის სექტემბერში. მისი მამა, ვასილი ლეპეშინსკი, ინჟინერი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხიდის მშენებელი იყო რუსეთში, ხოლო დედა, მარია, დიასახლისი. მშობლებს ვაჟი სურდათ, ხოლო თავად ოლგამ მოგვიანებით თქვა, რომ „იყო ჩაფიქრებული ბიჭად“. გოგონას თოჯინები არ ჰქონდა - მხოლოდ კურდღლები და დათვები, ოლგა იმდენად მოუსვენარი იყო, რომ მეგობრები მას ლიოშკას ეძახდნენ.
ოლგას უყვარდა ცეკვა, მაგრამ არ აპირებდა ბალერინა გამხდარიყო. მას სურდა, მამას მსგავსად, აეგო ხიდები და პირველს გაევლო მათზე მატარებლით, რათა დაემტკიცებინა, რომ ყველა გათვლა სწორი იყო, მშენებლობა საიმედო იყო. მხოლოდ დედა ხედავდა თავის ქალიშვილს მოცეკვავედ, მაგრამ მისი ქმარი სკეპტიკურად იყო განწყობილი ცოლის იდეის მიმართ. „ყველა იტყვის, რომ ლეპეშინსკებს ორი ქალიშვილი ჰყავთ: ერთი ჭკვიანია, მეორე ბალერინა”, - ჩაილაპარაკა მან.
უცნაურია, მაგრამ გოგონას ბედი ლენინმა გადაწყვიტა. მასთან არა მარტო მეგობრობდა, არამედ ოლგას ბიძა, პანტელეიმონ ლეპეშინსკიც იმავე სახლში ცხოვრობდა. ერთხელ მარიამ, რომელიც სტუმრობდა ვლადიმერ ილიჩს, დაიწყო საუბარი ქალიშვილის ნიჭზე და ქმრის დამოკიდებულებაზე ბალეტის მიმართ. ლენინმა უპასუხა: ყოველი პროფესია, თუ იგი მონდომებულად და მოწესრიგებულად კეთდება, კარგია და არა აქვს მნიშვნელობა, ოლგა ხიდებს დააპროექტებს თუ სცენაზე გამოვა. ამის შემდეგ მარიამ გოგონა წაიყვანა საბალეტო სკოლაში.
ოლგა იქ არ აიყვანეს: შერჩევის კომიტეტმა სხვა განმცხადებლები უფრო ნიჭიერებად მიიჩნია. მიუხედავად ამისა, გოგონა გახდა კანდიდატი და როდესაც ერთ-ერთი სტუდენტი ავად გახდა, მისი ადგილი ლეპეშინსკაიამ დაიკავა.
ოლგა ადვილად ითვისებდა ყველა მოძრაობას და ერთადერთი, რისი გაკეთებაც არ შეეძლო, იყო ფუეტი. მაგრამ გოგონა უკან არ იხევდა და დედა ყველაფერში მხარს უჭერდა. ისინი ერთად ელოდებოდნენ ხოლმე საღამოს სკოლის დაკეტვას, რის შემდეგაც მარია დარაჯს მცირე ქრთამს - სიგარეტი „ყაზბეგის“ ერთ კოლოფს აძლევდა და დარაჯი დარბაზს უხსნიდა. ოლგამ ფეხსაცმელს გამოიცვლიდა, იატაკზე წრეს დახატავდა და ვარჯიშს იწყებ და. ჯერ სცდებოდა ცარცის ხაზს ექვსი ფუეტის შემდეგ, შემდეგ - რვის შემდეგ და მალევე შეძლო ელემენტის გამეორება წრეში, 64-ჯერ ზედიზედ!
გოგონას ტემპერამენტმა, შეუპოვრობამ და მონდომებამ თავისი საქმე გააკეთა. საბალეტო სკოლაში, სადაც ოლგა შევიდა, ის ყველაზე სუსტ სტუდენტად ითვლებოდა, მაგრამ მალე საუკეთესო გახდა. სკოლის დამთავრებამდე მან სპექტაკლში ითამაშა დიდ თეატრში, ხოლო 16 წლისამ უკვე შეასრულა ფერიას პარტია ბალეტ „მაკნატუნაში“.
1933 წელს მოსკოვის ქორეოგრაფიული სკოლის დამთავრების შემდეგ, ლეპეშინსკაია გახდა დიდი თეატრის სოლისტი. ეს გაუგონარი იყო - ჩვეულებრივ, კურსდამთავრებულები წლები თამაშობდნენ მცირე როლებს. თუმცა, უკვე 1933 წელს, ოლგა ლეპეშინსკაიამ იცეკვა ძირითადი პარტია და ლეპეშინსკაია ცნობილი გახადა.
1936 წელს ოლგამ იცეკვა პრინცესა ავრორა მძინარე მზეთუნახავის ახალ სპექტაკლში - და ეს იმის მიუხედავად, რომ ლეპეშინსკაიას გარეგნობა არ იყო შესაფერისი როლისთვის. თუმცა, ბალერინას ინდივიდუალურობამ და მისმა ცოცხალმა ხასიათმა თავისი საქმე გააკეთა.
1938 წელს ოლგამ შეასრულა მაშას პარტია „მაკნატუნაში“. შემდეგ კი ლეპეშინსკაიამ აიუსრულა ყველა ბალერინას ოცნება - ოდეტა-ოდილის ნაწილი „გედების ტბაში“, ბრწყინვალე მოცეკვავე ასაფ მესერერთან ერთად.
და აქ ოლგამ უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა: რამდენჯერმე გამოვიდა სცენაზე ამ როლში და... უარი თქვა მასზე. ლეპეშინსკაიამ ეს ახსნა იმით, რომ იგი ვერ პოულობს საკუთარ თავში იმ თვისებებს, რომლებიც საშუალებას აძლევს, შეერწყას ოდეტა-ოდილის სამყაროს, შესაბამისად, სპექტაკლი არ იქნება სრულყოფილი და მას არ სურს ნახევარი დატვირთვით მუშაობა.
1941 წელს, როდესაც ოლგა 25 წლის იყო, მან მიიღო პირველი ხარისხის სტალინის პრემია საბალეტო ხელოვნების სფეროში განსაკუთრებული მიღწევებისთვის. ბალერინა მონაწილეობდა კრემლის კონცერტებში და თავად ხალხის ლიდერს მოსწონდა დიდი თეატრის სტუმრობა, როდესაც ლეპეშინსკაია მონაწილეობდა სპექტაკლში. მხიარული განწყობისა და ვირტუოზული ნახტომებისთვის სტალინმა ოლგას ჭრიჭინა უწოდა.
ოლგა გაიზარდა, როგორც ჭეშმარიტი კომუნისტი: ცხრა წლისამ, ოჯახში პირველმა დაიწყო „კომსომოლსკაია პრავდას“ კითხვა. შეუძლებელი იყო გოგონას წინაშე იმის თქმა, რომ ლეპეშინსკის ოჯახი დიდგვაროვანი იყო.
ლეპეშინსკაია ბავშვობაშიც კი არ კონტაქტობდა დანარჩენ ნათესავებთან. ერთხელ მუსიკალურ სკოლაში გამოსაშვებ კონცერტზე, დედამ სცადა, მის საყელოზე მაქმანი დაემაგრებინა, რომელიც ერთ-ერთი ბებიისგან იყო დარჩენილი. ოლგამ უზარმაზარი სკანდალი მოაწყო და თქვა, რომ ის არასოდეს ჩაიცვამდა ისეთ რამეს, რაც „ეკუთვნოდა მჩაგვრელთა კლასს“.
ლეპეშინსკაიას წარმატებულ საბალეტო კარიერას თან ახლდა მისი აქტიური სოციალური მუშაობა. 1933 წელს იგი აირჩიეს მხატვართა კლუბის (მომავალი მხატვართა ცენტრალური სახლი) გამგეობის თავმჯდომარის მოადგილედ. 1939 წელს ოლგა გახდა მოსკოვის საქალაქო საბჭოს დეპუტატი. არაფერია გასაკვირი, რომ 1941 წელს ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც მოითხოვა ფრონტზე წასვლა.
ოლგა გაგზავნეს საექთნო კურსზე მოსკოვის ერთ-ერთი კლინიკის განყოფილებაში და იქ გაირკვა, რომ იგი ვერ უმკლავდებოდა ამ საქმეს. ლეპეშინსკაიამ დაინახა მამაკაცი, რომელსაც სახის მხოლოდ ნახევარი ჰქონდა დარჩენილი, ქალმა მხოლოდ კართან მიაღწია და იქვე გონება დაკარგა. ამის შემდეგ ბალერინამ გადაწყვიტა: სხვანაირად დახმარებოდა ფრონტს.
ოლგა მსახიობებთან ერთად მატარებლების აცილებდა, რომლითაც ჯარისკაცები გადაჰყავდათ. ერთხელ, მგზნებარე გამოსვლის დროს, ერთ-ერთმა მებრძოლმა უთხრა: „მისმინე, ამხანაგო ლეპეშინსკაია, ჯობია იცეკვო”. ამის შემდეგ მან გააცნობიერა: უნდა აკეთოს ის, რაც შეუძლია. მისი პირველი „სამხედრო“ წარმოდგენა სწორედ იქ, პლატფორმაზე შედგა. ლეპეშინსკაია გახდა ერთ-ერთი პირველი ბალერინა, რომელიც ფრონტზე გამოდიოდა.
სადაც არ უწევდა ცეკვა - ქვიშაზე, მიწაზე, ქვის ფილებზე, მაზუთის გუბეში. პუანტები ვარდისფერ ძონძებად გადაიქცეოდა ხოლმე, თუმცა ოლგას თან დაჰქონდა 12 წყვილი.
ერთ საღამოს ლეპეშინსკაიამ მიიღო დეპეშა: „სასწრაფოდ დაბრუნდი მოსკოვში, მე შენთვის კონკიას ვაკეთებ”. ბალეტმაისტერი ზახაროვი“. ბალერინა დიდ თეატრში გამოჩნდა ქურთუკითა და ჭუჭყიანი ჩექმით, შეაშინა ყველა თანამშრომელი.
ოლგა ლეპეშინსკაიას სამი ქმარი და რომანი სტალინთან
ოლგა სამჯერ დაქორწინდა. პირველი მეუღლე იყო რეჟისორი ილია ტრაუბერგი ოდესიდან, რომელიც მოსკოვში ჩავიდა და სცენაზე ნახა. სპექტაკლის დროს ოლგა წარუმატებლად და სასაცილოდ დაეცა - სწორედ „რბილი ადგილით“ და ამან წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა ილიაზე. ტრაუბერგი ბალერინას შეხვდა და კიდევ ორი წელი მიმოწერა ჰქონდა, რის შემდეგაც ახალგაზრდები დაქორწინდნენ. ქორწინება ხანმოკლე იყო: ოლგა და ილია ომამდე დაშორდნენ.
ლეპეშინსკაია 1951 წლამდე ცხოვრობდა MGB გენერალ-ლეიტენანტ ლეონიდ რაიხმანთან. ის ქუჩაში დააკავეს და მალე ღამით ოლგას მიადგნენ. გოგონა ბერიას სასახლეში წაიყვანეს. უსვამდნენ კითხვებს: „როგორ ცეკვავ დიდ თეატრში, კმაყოფილი ხარ?” შემდეგ კი უთქხრეს - „ჩვენ გვესმის ჭორები, რომ თქვენ არ ენდობით საბჭოთა მთავრობას. შენ გგონია, რომ შენი ქმარი უსამართლოდ დავაკავეთ“.
ოლგა წამოხტა და მაგიდას დაეყრდნო, რომ არ წაქცეულიყო: „ლავრენტი პავლოვიჩ, შენც კომუნისტი ხარ და მეც. კომუნისტებივით ვილაპარაკოთ: თუ ჩემი ქმარი დამნაშავეა, დასაჯეთ. თუ დამნაშავე არ არის, გაუშვით“. ერთი წლის შემდეგ, ლეონიდი მართლაც თავისუფალი იყო, მაგრამ ის არ დაბრუნებულა მეუღლესთან: მას ეშინოდა მისი კარიერის გაფუჭების, რადგან იცოდა, რომ ოლგა ცხოვრობდა და სუნთქავდა სცენით.
მესამე მეუღლეს, არმიის გენერალ ალექსეი ანტონოვს, ლეპეშინსკაია შეხვდა 1956 წელს. შეხვედრა შემთხვევითი იყო: ოლგა წვიმაში მოხვდა სასტუმრო „სოვეტსკაიაში“ მიღების შემდეგ. გამჭოლი ქარის დროს სველ კაბაში გოგონას დანახვისას, ალექსეიმ შესთავაზა მას სახლში მიყვანა. ლეპეშინსკაიას მოეწონა სიმპათიური მამაკაცი, რომელთანაც საინტერესო და სახალისო იყო საუბარი. მაშინ მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ ანტონოვი გენერალი იყო. მათ ერთად იცხოვრეს შვიდი წელი და ეს დრო ყველაზე ბედნიერი იყო ოლგას ცხოვრებაში.
თუმცა, 1962 წელს ის მოულოდნელად გარდაიცვალა: მოწყვეტილი თრომბი გულში გაჩრდა. იმ დროისთვის ოლგას მხედველობა უკვე გაუუარესდა და ქმრის დაკრძალვის დღეს, მწუხარებისგან დაბრმავდა. ბოლოს რაც დაამახსოვრდა, შავი მზე იყო და ბრეჟნევი, რომელმაც ჯიბიდან ცხვირსახოცი ამოიღო.
ლეპეშინსკაიას სამი ქორწინების მიუხედავად, მას მიაწერეს რომანი სტალინთან: მაშ რატომ დაესწრო ის ერთსა და იმავე სპექტაკლს 17-ჯერ? თავის მოგონებებში ჟურნალისტმა და მწერალმა ივან გრონსკი წერდა, რომ ლიდერი გიჟდებოდა ბალერინაზე: მან უყურა ყველა კონცერტს მისი მონაწილეობით, წავიდა მისი გამოსვლისთანავე, წაიყვანა გოგონა სახლში და იქიდან ორ-სამ საათზე დაბრუნდა.
მეუღლის გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ ლეპეშინსკაიას მხედველობამ გაუმჯობესება დაიწყო, მაგრამ მან შეწყვიტა ცეკვა: მისი მწუხარება ძალიან დიდი იყო.
ბალერინა ასწავლიდა და ატარებდა მასტერკლასებს ათეულ ქალაქში: დრეზდენში, ვენაში, ბელგრადში, ჰამბურგში, სტოკჰოლმში, ბერლინში... ბალეტის მასწავლებელ ტომ შილინგთან ერთად ლეპეშინსკაიამ ბერლინის კომიშეს ოპერის თეატრის დასი სიტყვასიტყვით ქუჩიდან აიყვანა.
ლეპეშინსკაია გარდაიცვალა 2008 წლის 20 დეკემბერს, 93 წლისა. დაკრძალვისთანავე, ოლგას მემკვიდრეობის ირგვლივ სკანდალი ატყდა: სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ქალმა დაწერა ანდერძი ყოფილი დაზვერვის ოფიცრის, ვიაჩესლავ ბორულნიკის სასარგებლოდ, რომელსაც იგი ძალიან მცირე ხნის განმავლობაში იცნობდა.
„იზვესტიას“ ცნობით, ბორულნიკი ოლგა ვასილიევნას გარდაცვალებამდე წელიწად-ნახევრით ადრე დაუმეგობრდა. ხანდაზმული ქალისთვის წამლებსა და საკვებს ყიდულობდა და ამაში ფულს არ იღებდა. თუმცა, მეგობრებმა შეამჩნიეს, რომ ლეპეშინსკაიას სახლიდან ქრებოდა ძვირფასი ნახატები და სამკაულები და ვიღაცამ ოლგას ანგარიშიდან მილიონ-ნახევარი მანეთი მოხსნა, რომელსაც ლეპეშინსკაია დაკრძალვისთვის ინახავდა. ასევე გამოჩნდა უცნაური ანდერძი, რომელშიც ოლგამ ბრძანა მისი სხეულის კრემაცია, თუმცა მანამდე ასეთი სურვილი არ გამოუთქვამს.
პროკურატურის შემოწმებამ შედეგი არ გამოიღო: ყველა ფურცელი კანონის შესაბამისად იყო გაცემული. მედიაში აჟიოტაჟის შემდეგ, ბორულნიკმა მემკვიდრეობის ნაწილი მუზეუმს გადასცა: ბალერინას საყვარელი ქურთუკი და ჭიქა, ბროლის ფხვნილის ყუთი, ფოტოები, საბავშვო ალბომები და რვეული ექსპონატებად იქცა.
უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888