ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731182713
ჩილეს გაყინული საკვების მწარმოებელი კომპანიის თანამშრომელი მას შემდეგ გაქრა, რაც ტექნიკური შეცდომის გამო თვის ბოლოს 330-ჯერ მეტი თანხა ჩაერიცხა, ვიდრე მისი ხელფასი იყო. CIAL Alimentos-ს ფინანსური მენეჯერის თქმით, კაცმა თვის ბოლოს კომპანიისგან 180 ათასი დოლარი მიიღო, როცა მისი ხელფასი 545 დოლარია. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს.
თავიდან კაცმა CIAL Alimentos-ს ფინანსურ განყოფილებას შეცდომის შესახებ შეატყობინა. ფინანსური მენეჯერის მოადგილემ კი ამ ამბის შესახებ ადამიანური რესურსებს მართვის დეპარტამენტს შეატყობინა და კაცს სთხოვა, ზედმეტი თანხის დასაბრუნებლად ბანკში წასულიყო.
იმის მიუხედავად, რომ კომპანიაში დასაქმებული კაცი მენეჯერის მოადგილის თხოვნას დათანხმდა და უთხრა, რომ მეორე დღეს თანხას დააბრუნებდა, ის აღარ გამოჩენილა.
მოგვიანებით, კაცმა ადვოკატის მეშვეობით კომპანიას განცხადება გაუგზავნა, რომელშიც ეწერა, რომ თანამდებობას ტოვებს. CIAL Alimentos-მ თანამშრომლის წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარი შეიტანა, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. საჩივრის მიხედვით, კაცს კომპანიის თანხების მითვისებაში ედება ბრალი.