ვის ეკუთვნის სახლი, რომელიც ლოს-ანჯელესის ხანძრებს სასწაულებრივად გადაურჩა
1736753330
ლეგენდა მაკნატუნა ჯარისკაცის შესახებ: დაახლოებით ორასი წლის წინ, გერმანია-პოლონეთის საზღვარზე მდებარე პატარა სოფელში, ცხოვრობდა ძუნწი და მდიდარი ფერმერი, რომელსაც არც ოჯახი ჰყავდა და არც მეგობრები.
ყოველ შობას, თავის პატარა სახლში, მარტოობაში ატარებდა, იჯდა ცეცხლთან და თხილს ამტვრევდა. ფერმერი დაბერდა და დაიღალა ამ საქმით. გადაწყვიტა, ვინც სოფლის მოსახლეობისთვის თხილის სამტვრევს გამოიგონებდა, მისთვის ჯილდო დაეწესებინა. ბევრს გაუჩნდა იდეა, მაგრამ ფერმერი ვერცერთმა ვერ მოხიბლა...
ერთხელ, ღარიბი ხის მჭრელი მივიდა, რომელმაც წითლად შეღებილი, პატარა ხის კაცუნა ჯარისკაცი-მაკნატუნა მიუტანა. ფერმერი იმდენად აღფრთოვანდა, რომ მოგვიანებით მთელი თავისი ქონება გაჭირვებულებს დაურიგა, რის გამოც ხალხის სიყვარული მოიპოვა...
ეს ლეგენდა... ახლა კი იმაზე, თუ როგორ აღმოჩნდა ჰოფმანის ზღაპარში მაკნატუნა.
1830 წელს ძმები გრიმების კრებულში გამოჩნდა ტერმინი nussknacker - მაკნატუნა. როცა სასიამოვნო სახელი სასაცილო მოწყობილობებს მიანიჭეს, მაშებმა ახალი სიცოცხლე შეიძინეს. მაკნატუნას მამად ვილჰელმ ფუხტნერი ითვლება. ეს იყო ის, ვინც 1872 წელს პირველად ააწყო სატეხი განსხვავებულად და დაიწყო მისი კომერციული წარმოება. სწორედ ვილჰელმის ხელების დამსახურებაა, რომ ჩვენთვის ნაცნობი დაკბილული ჯარისკაცი ასეთი ფორმითაა ცნობილი.
ერთ-ერთ მხიარულ ხის მჭრელს აზრად მოუვიდა გამოეთალა ხის შეუხედავი კაცუნა, რომელიც კბილებით თხილს ამტვრევდა. მას მაღაროელების გაცინება სურდა. ასე დაიბადა სათამაშო მაკნატუნა - ხის კარიკატურული თოჯინა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე იაფი სათამაშო იყო.
1699 წელს იოჰან ჰემანმა, სეიფენიელმა გლეხმა, დატვირთა ურემი თავისი თანასოფლელების ხის სათამაშოებით და მიხვეულ-მოხვეული გზებით, მთის ბილიკებითა და მომხიბლავი სოფლის გზებით, ლაიფციგის ბაზრობაზე წაიღო. სათამაშოები მან ძალიან მომგებიანად გაყიდა. მყიდველებს განსაკუთრებით მაკნატუნა მოეწონათ. ამის შემდეგ სოფელში ყველა თავმოყვარე ხელოსანს საკუთარი მაკნატუნა უნდა გაეკეთებინა. მე-19 საუკუნის დასაწყისში, გერმანელმა მთხრობელმა, თეოდორ ამადეუს ჰოფმანმა ნახა სათამაშო და თოჯინა მისი ზღაპრის - „მაკნატუნა და თაგვების მეფე“ მთავარ გმირად აქცია.