სკოლებში არდადეგების თარიღები ცნობილია - სრული სია
1790971447
ყოველდღიურობაში იმდენ ავტომატურ მოქმედებას ვასრულებთ, რომ მათ წარმომავლობაზე იშვიათად ვფიქრობთ. ერთ-ერთი ასეთი ჩვეულებაა ხელის ჩამორთმევა - მისალმების, მეგობრობისა და ბიზნესშეთანხმების უნივერსალური სიმბოლო. მაგრამ გიფიქრია, რეალურად საიდან გაჩნდა ეს ტრადიცია?
აღმოჩნდება, რომ ეს მშვიდობიანი ჟესტი წარსულში სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო.
1. იარაღის გარეშე: მარჯვენა ხელის საიდუმლო;
ძველ დროში, როდესაც ადამიანები სრულიად უცხოებს ან პოტენციურ მტრებს ხვდებოდნენ, სიფრთხილე უმთავრესი კანონი იყო. მამაკაცების უმეტესობა მარჯვენა ხელით ატარებდა ხმალს და ხანჯალს. როდესაც ორი უცხო ადამიანი ერთმანეთს უახლოვდებოდა, ისინი მარჯვენა ხელს უწვდიდნენ ერთმანეთს.
ეს არ იყო მეგობრობის ნიშანი, ეს იყო ვიზუალური და ფიზიკური დასტური იმისა, რომ: „ხედავ? ჩემი მარჯვენა ხელი ცარიელია, იარაღი არ მიჭირავს და არ ვაპირებ შენზე თავდასხმას“.
2. თუმცა მხოლოდ ხელის გაწვდმევა საკმარისი არ იყო, რადგან ვერაგი მტრები ცბიერები აღმოჩნდნენ.
·არსებობდა საშიშროება, რომ ადამიანს გრძელი სამოსის სახელოში (ან ტოგაში) პატარა ხანჯალი ჰქონოდა დამალული, რომელიც ხელის გაწდენის დროს არ ჩანდა. ხელის ჩამორთმევისას მისი ძლიერად გაქნევა და ზევით-ქვევით მოძრაობა უნივერსალური უსაფრთხოების შემოწმება იყო. ამ მექანიკური რხევით მკლავიდან უნდა გადმოვარდნილიყო ყველაფერი, რაც შესაძლოა დამალული ყოფილიყო. ასე რომ, თანამედროვე მეგობრული ხელის ჩამორთმევა სინამდვილეში ძველი „იარაღის ჩხრეკის“ რიტუალია!
3. როდის გადაიქცა ის ბიზნესისა და მეგობრობის სიმბოლოდ?
საუკუნეების განმავლობაში, როდესაც ფიზიკური თავდასხმის საშიშროება შემცირდა, ჟესტმა თავისი პირვანდელი, აგრესიული კონტექსტი დაკარგა და პატივისცემის ნიშნად იქცა.
განსაკუთრებული პოპულარობა მას კვაკერების (რელიგიური ჯგუფი მე-17 საუკუნის ინგლისში) რელიგიურმა მოძრაობამ შესძინა. ისინი უარყოფდნენ ყოველგვარ იერარქიულ თაყვანისცემას (თავის დაკვრას, ქუდების მოხდას) და მიიჩნევდნენ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია, ამიტომ ერთმანეთს მარტივი და გულწრფელი ხელის ჩამორთმევით ესალმებოდნენ.
მე-19 საუკუნიდან კი ეს ჟესტი საბოლოოდ დამკვიდრდა, როგორც ხელშეკრულებებისა და პატიოსანი ბიზნესის უმთავრესი გარანტი.