პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
XIX საუკუნის მიწურულს, ტფილისის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, გადაადგილების უკვე არსებულ საშუალებებს პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ცხენის წევაზე მომუშავე კონკა შეემატა.
ცხენშებმული ტრამვაის ხაზი ბელგიურმა ფირმა „ჰელიოსმა“ გაიყვანა. კონკა ექსპლუატაციაში 1883 წლის 10 მარტს შევიდა. მან ვორონცოვის მოედანი მიხეილის ქუჩის გავლით რკინიგზის სადგურთან დააკავშირა. თავდაპირველად ხაზს 120 ცხენი და 30 ვაგონი ემსახურებოდა, ხოლო კონკის სახელოსნოებისა და საჯინიბოებისთვის მუშთაიდის ბაღთან დიდი შენობა იყო გამოყოფილი. კონკა უსაფრთხო, მარტივი კონსტრუქციის მქონე ღია ვაგონს წარმოადგენდა, რომელიც ერთ ხაზზე მოძრაობდა. შესაბამისად, მისი დასაჯდომი სკამების საზურგეებიც მოძრავი იყო. ვაგონის გამყოლი-კონდუქტორი მგზავრების მოთხოვნით ზარს რეკავდა და მძღოლი კონკას აჩერებდა.
მოგვიანებით, 1904 წელს, კონკის ხაზის დაგრძელების შემდგომ, კონკა მიხეილის ხიდის გავლით ერევნის მოედნამდე ადიოდა, გაივლიდა გოლოვინის პროსპექტს, ვერის დაღმართს და მიხეილის გამზირს კირხესთან უერთდებოდა.
ტფილისის მოსახლეობისთვის კონკა გადასაადგილებლად ძალზე ხელსაყრელ და ამავდროულად ხელმისაწვდომ სატრანსპორტო საშუალებას წარმოადგენდა, მგზავრობის საფასური, მარშრუტიდან გამომდინარე, 3-დან 5 კაპიკამდე მერყეობდა. ტვირთის გადაზიდვისა და მიმოსვლის ერთ-ერთმა საუკეთესო საშუალებამ – კონკამ – 1910 წლამდე იარსება, სანამ ბელგიურმა ფირმა „ჰელიოსმა“ ის უფრო თანამედროვე ტრანსპორტით – ელექტროტრამვაით არ ჩაანაცვლა.
წყარო: nationalgeographic.ge