საპატრიარქოს უწყებანი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732477853
1998 წლის 24 მარტს, დილის 4:30 საათზე რონ ბრედლიმ კარიბის ზღვის საკრუიზო გემზე თავისი კაიუტის აივნიდან თავისი ქალიშვილი, ემი ლინ ბრედლი დაინახა, რომელიც მშვიდად ისვენებდა. ნახევარი საათის შემდეგ კი გოგონა ისე გაქრა, რომ მისი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.
ერთ შეხედვით, ემი ლინ ბრედლის გაუჩინარების ყველაზე ლოგიკური ახსნა იქნებოდა, რომ გოგონა ზღვაში გადავარდა, მაგრამ ბრედლი საკმაოდ კარგი მოცურავე და გაწვრთნილი მაშველი გახლდათ, გემი კი ნაპირიდან არც თუ ისე შორს იყო. ამასთან ერთად, მისი გვამის აღმოჩენა ვერ მოხერხდა.
მართლაც, მისი გაუჩინარება იმაზე ბუნდოვანია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მას შემდეგ რაც ბრედლი გაუჩინარდა, არაერთი ადამიანი ამტკიცებდა, რომ ის სხვადასხვა ადგილას ნახეს. 2005 წელს ვიღაცამ მის გაჭირვებულ ოჯახს გაუგზავნა ფოტო, სადაც ნათქვამია, რომ გოგონა ტრეფიკინგის მსხვერპლია.
1998 წლის 21 მარტს ემი ლინ ბრედლი მშობლებთან და ძმასთან ერთად საკრუიზო მოგზაურობაში წავიდნენ. გოგონას გაუჩინარების ღამეს, ანუ 23 მარტს გემი კურაკაოს ნაპირთან ახლოს დადგა. ემი ძმასთან, ივა ბრედლისთან ერთად გემის კლუბში წავიდა, სადაც ცოცხალი მუსიკა იყო. გოგონა ბენდის ერთ-ერთ წევრს -ალისტერ დუგლასს ესაუბრებოდა და მასთან ერთად იცეკვა.
დაახლოებით ღამის პირველ საათზე და-ძმა კაიუტაში დაბრუნდა. სწორედ ამ დროს ნახა ბოლოჯერ ივა ბრედლიმ საკუთარი და.
რამდენიმე საათის შემდეგ, რონ ბრედლიმ აივნიდან ემი დაინახა, რომელიც ისვენებდა. ნახევარი საათს შემდეგ კი გოგონა გაქრა. ადგილზე კი მხოლოდ მისი ფეხსაცმელი, სიგარეტი და სანთებელა იდო.
გემის დატვირთული ტერიტორიების ძებნის შემდეგ, ოჯახმა საკრუიზო ლაინერის პერსონალს მოგზაურობის შეჩერება სთხოვა. მიუხედავად ემის გაუჩინარებისა, გემის თანამშრომლებმა მისი ოჯახის თხოვნა არ გაითვალისწინეს. იმავე დღეს კი მგზავრებსა და პერსონალს გემიდან გასვლის უფლება მისცეს.
თუ ემი ლინ ბრედლიმ ოჯახი საკუთარი ნებით დატოვა, გემის დატოვების უფლების მინიჭებამ მას გაპარვის საშუალება მისცა. ოჯახის თქმით, ახალგაზრდა ქალი ბედნიერად ცხოვრობდა და არ არ ჰქონია გაქცევის მიზეზი. სხვა შემთხვევაში კი ემის გამტაცებელს მიეცა მისი გემიდან გაყვანისა და გადამალვის საშუალება.
გემს ეკიპაჟი ოჯახს ქალიშვილის ძებნაში არ ეხმარებოდა. თანამშრომლებმა ემის ფოტოების გავრცელებაზე უარი განაცხადეს, რადგან ამას შესაძლოა სხვა მგზავრებში შიში დაენერგა. ახალგაზრდა ქალის მოსაძებნად გემის პერსონალმა მხოლოდ საერთო ტერიტორიები გაჩხრიკ და ყურადღების მიღმა დატოვა სამგზავრო კაიუტები.
ოჯახმა იეჭვა, რომ გემის ეკიპაჟის ნაწილი კრუიზის დასაწყისიდანვე ემის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ. გოგონას ძმამ გაიხსენა მომენტი, როდესაც რესტორნის მიმტანი ემის სთხოვდა, რომ მისთვის გვარი ეთქვა, რადგან "მათ" მისი არუბას ერთ-ერთ რესტორანში წაყვანა სურდათ. ემიმ ოჯახს უთხრა, რომ ეკიპაჟის წევრებთან ერთად რესტორანში წასვლა არ სურდა, რადგან ისინი უცნაურებად ეჩვენებოდა.
როგორც გაირკვა, გემის თანამშრომლები ემის სწორედ იმ რესტორანში პატიჟებდნენ, საიდანაც მოგვიანებით, 2005 წელს 18 წლის ნატალი ჰოლოვეი გაუჩინარდა.
ბრედლის ოჯახმა ასევე მგზავრებისგან შეიტყო, რომ ემი გამთენიისას, დილის 6:00 საათზე ალისტერ დუგლასთან ერთად დაინახეს, რასაც დუგლასი უარყოფდა.
ემის მშობლებმა ინფორმაციის მიღების მიზნით კერძო დეტექტივები დაიქირავეს და 24 საათიანი ცხელი ხაზიც გააკეთეს, თუმცა ამაოდ - მათი ქალიშვილის ადგილსამყოფლის შესახებ ვერაფერი გაარკვიეს. ისინი დღემდე ფიქრობენ, რომ ახალგაზრდა ქალი აიტაცეს.
ოჯახის ვარაუდი ნამდვილად არ არის უსაფუძვლო. წლების განმავლობაში უამრავი ადამიანი ამტკიცებდა, რომ ემი კარიბის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს.
1998 წლის აგვისტოში, მისი დაკარგვიდან ხუთი თვის შემდეგ, ორმა კანადელმა ტურისტმა შეამჩნია ახალგაზრდა ქალი, რომელიც ემის აღწერილობას ემთხვეოდა. ქალს ზუსტად ისეთი ტატუები ჰქონდა, როგორებიც ემის. ერთ-ერთი მათგანი - დევიდ კარმაიკლი ამბობს, რომ ის ასი პროცენტით დარწმუნებულია იმაში, რომ ემი ლინ ბრედლი ნახა.
1999 წელს, შეიარაღებული საზღვაო ძალების წევრი კურაკაოში ბორდელს ეწვია, სადაც სავარაუდოდ ემის შეხვდა. უცნობმა ქალმაკაცს აცნობა, რომ მისი სახელი იყო ემი ლინ ბრედლი და დახმარება სთხოვა. ოფიცერს პრობლემები არ სურდა, რის გამოც მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა იქამდე, სანამ გოგონას ფოტო ერთ-ერთი ცნობილი ჟურნალის გარეკანზე არ ნახა.
იმ წელს ოჯახმა კიდევ ერთი მინიშნება მიიღო, რომელიც მოგვიანებით თაღლითობა აღმოჩნდა. მამაკაცი, სახელად ფრენკ ჯონსი ამტკიცებდა, რომ ის აშშ-ს არმიის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წევრი იყო და მას ემის შეიარაღებული კოლუმბიელებისგან გადარჩენა შეეძლო. ოჯახმა მას 200 000 აშშ დოლარის ოდენობით თანხა გადაუხადა, თუმცა, სინამდვილეში ყველაფერი ტყუილი იყო.
ექვსიელის შემდეგ, ქალმა განაცხადა, რომ ემი ბარბადოსის უნივერმაგის საპირფარეშოში ნახა. მისი თქმით, უცნობმი მას "ვირჯინიელი ემის" სახელით გაეცნო და რამდენიმე მამაკაცს ებრძოდა.
2005 წელს ოჯახმა ელექტრონული წერილი და თანდართული ფოტოსურათი მიიღო. სურათზე აღბეჭდილი ქალი საცვლებში პოზირებდა. ქალის იდენტიფიკაცია ერთ-ერთი ტრეფიკინგის მსხვერპლთა მხარდასაჭერმა კომპანიამ მოახდინა. ფოტო კარიბის ტერიტორიის სექსმუშაკების საიტიდააა და მასზე გამოსახულია ვინმე ჯესი.
ემის ლინ ბრედლის საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება, თუმცა, ჯერჯერობით, მისი გაუჩინარება საიდუმლოდ რჩება.
ასევე ნახეთ:
"დედა და სექსმუშაკი ქალები სძულდა..." - სერიული მკვლელის საქმე, რომელმაც 300-ზე მეტი ბავშვი მოკლა
"მხოლოდ დრო გვიჩვენებს, გავიგებთ თუ არა, რა მოხდა 25 დეკემბრის ღამეს" - ჯონბენეტ რემსის საქმე