„მან სამი წლის ბიჭი დაახრჩო. მსხვერპლის მუცელზე ასო "M" ამოკვეთა“ - ბავშვები, რომლებმაც შემზარავი მკვლელობები ჩაიდინეს

არასრულწლოვანი დამნაშავეები

ბავშვები, რომლებიც მკვლელობას სჩადიან, სისხლის სამართლის დამნაშავეთა შემაშფოთებელ სეგმენტს წარმოადგენენ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების მოტივი ძირითადად სოციალურ, ოჯახურ და ფსიქოლოგიურ ფაქტორებს უკავშირდება. საბედნიეროდ, არასრულწლოვანი მკვლელების ფენომენი საკმაოდ იშვიათია, თუმცა, მათ მიერ ბავშვისთვის შეუფერებელი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულები საზოგადოებისთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელია. სტატიის ფარგლებში გაგაცნობთ იმ არასრულწლოვნებს, რომლებმაც ადამიანებს თავი სწორედ ასეთი დანაშაულებით დაამახსოვრეს.

1. ჯესი პომეროი

ჯესი პომეროიმ, სავარაუდოდ, ცხრა ადამიანი მოკლა. მან ბავშვების წამება მაშინ დაიწყო, როდესაც ის მხოლოდ 11 წლის იყო. 1871 წელს პომეროიმ ხაფანგში ჩააგდო და თავს დაესხა შვიდ ახალგაზრდა ბიჭს. ის მათ სასტიკად უსწორდებოდა, ხანდახან ქინძისთავებსაც კი აჭერდა მათ ხორცში. მას ჰქონდა გამორჩეული გარეგნული მახასიათებლები, რის გამოც მისი ამოცნობა ადვილი იყო. საბოლოოდ ის დაიჭირეს და გამოსასწორებელ დაწესებულებაში გააგზავნეს, სადაც 18 წლამდე უნდა დარჩენილიყო, თუმცა წელიწადნახევრის შემდეგ გაათავისუფლეს.

გათავისუფლების შემდეგ პომეროის არ სურდა ადამიანისთვის მხოლოდ ტკივილის მიყენება, მას სურდა მოკვლა. ჯესიმ ათი წლის მერი კურანი  და ოთხი წლის ჰორას მულენი მოკლა. ბიჭმა აღიარა, რომ ჯამში 27 მსხვერპლი ჰყავდა. პოლიციამ კი მის სახლში 12 სხვადასხვა დროს მოკლული ადამიანის ცხედარი აღმოაჩინა.

2. მერი ბელი

მერი ბელი ადრეული ასაკიდან იყო ძალადობისა და სხვა დანაშაულების შემსწრე, რის გამოც გასაკვირი არ არის, რომ ბავშვმა მალევე დაიწყო დანაშაულებრივი ქმედებები. ის ხშირად ესხმოდა თავს თანატოლებს, ახორციელებდა ვანდალიზმს და ქურდობდა. მოგვიანებით კი მისმა დანაშაულებმა უფრო მძიმე ხასიათი მიიღო.

მე-11 დაბადების დღემდე ერთი დღით ადრე, მან მიტოვებულ სახლში ოთხი წლის ბიჭი დახრჩობით მოკლა. მკვლელობის ადგილას მან წერილი დატოვა, სადაც პასუხისმგებლობას იმ საბავშვო ბაღს აკისრებდა, სადაც ის თავის მეგობართან ერთად შეიჭრა. დანაშაულიდან ერთი თვის შემდეგ, ბავშვმა სამი წლის ბიჭი დაახრჩო. ამჯერად ბავშვმა მსხვერპლის მუცელზე ასო "M" ამოკვეთა, გარდაცვლილს ფეხები დაუკაწრა და სასქესო ორგანოები დაუსახიჩრა. მერი 1980 წელს გაასამართლეს, თუმცა დღეს ის თავისუფალია. ცნობილია, რომ მერი ბელი ახლა 66 წლისაა და შეცვლილი სახელითა და გვარით, შვილთან და შვილიშვილთან ერთად განაგრძობს ცხოვრებას. წაიკითხეთ სრულად

ასევე წაიკითხეთ:

„გარდაიცვალა ადამიანი, ვის გამოც ბედნიერს ვხედავდი დედაჩემს“ - გვანცა დარასელია სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ვერ შევცვლით იმას, რაც უკვე მოხდა... ჩვენთვის ეს იყო სტიქიური უბედურება - რას წერს ზაზა მესხის ყოფილი ცოლი

VIDEO: „პური შეგიძლიათ ღამეც მიირთვათ... პურის ამოღება რაციონიდან დაბალკალორიულ კვებას არ ნიშნავს“ - ლაშა უჩავა

„ეს არის ყველაზე ღირსეული ადამიანი, მე ვისაც შევხვედრივარ...“ - ნახეთ, რას ჰყვება მაია ჯაბუა მეუღლეზე

ტემპერატურა 21 გრადუსამდე დაიწევს - ნახეთ, როდის აგრილდება - ერთი თვის პროგნოზი

VIDEO: „არ მჯეროდა, რომ ორი შვილი ერთად წამართვა უფალმა და მესამესაც წამართმევდა!”- ციცინო ოჩიგავა მაშველის დედა

„პატარა დაჩი იოსელიანი გაქრისტიანდა“ - ნახეთ ნათლობის წვეულების ულამაზესი ფოტოები

„21 წელია არ მითქვამს ეს“ - რა უთხრა გეგა კობახიძეს დედამ ჯაბა კილაძეს

VIDEO: უამრავი ნახვა უმოკლეს დროში და პირველი ადგილი ტრენდებში - სტეფანეს ახალი სიმღერა რეკორდს ხსნის