პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
1970-იანი წლების ბოლოს პერუს მასშტაბით რამდენიმე ახალგაზრდა გოგონა დაიკარგა. თავდაპირველად, გაუჩინარება შეუმჩნეველი დარჩა, რადგან ბევრი გოგონა ქუჩის ბავშვი ან ადგილობრივი ტომის წევრი გახლდათ. ერთ დღეს, აიაჩუკოსების ჯგუფი 9 წლის გოგონას გატაცებას შეესწრო და მისი სავარაუდო გამტაცებელი, პედრო ლოპესი აიყვანა.
იმის ნაცვლად, რომ ლოპესი პოლიციას გადაეცათ, ტომის წევრებმა ის სცემეს, ტანსაცმელი ჩამოართვეს და დაიწყეს ცოცხლად დამარხვა. შემთხვევის ადგილზე ამერიკელი მისიონერი მოხდა, რომელმაც ტომის ხალხი დაარწმუნა, რომ ლოპესი პოლიციაში წაეყვანათ.
ადგილობრივ ხელისუფლებას ლოპესი არასდროს დაუკავებია. ის უბრალოდ ქვეყნიდან გააძევეს, რითაც კაცს საშუალება მიეცა სამხრეთ ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში თავისუფლად გაეტაცებინა გოგონები . მოგვიანებით კი გაირკვა, რომ პედრო ლოპესმა 300-მდე ბავშვზე იძალადა სექსუალურად, რის ემდეგაც ყველა მათგანი მოკლა.
მიუხედავად იმისა, რომ ლოპესი 1980 წელს დააკავეს და ბრალი ეკვადორში ჩადენილი დანაშაულისთვის ბრალი წაუყენეს, მას მხოლოდ 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის 1994 წლის დასაწყისში ციხეში კარგი ქცევისთვის გაათავისუფლეს, მოგვიანებით კი არალეგალური ემიგრაციისთვის დააკავეს და კოლუმბიაში გადაასახლეს, სადაც ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს.
მოგვიანებით, ლოპესი საღად მოაზროვნედ გამოაცხადეს და 1998 წელს კვლავ გაათავისუფლეს. მისი კვალი 1999 წლიდან ქრება. მოგვიანებით, ის არაერთ მკვლელობაში გახდა ეჭვმიტანილი, თუმცა, დღემდე უცნობია თუ სად იმყოფება და რას საქმიანობს პედრო ლოპესი.
ადრეული ცხოვრება
პედრო ლოპესი 1948 წლის 8 ოქტომბერს, კოლუმბიაში დაიბადა. მამა დაბადებამდე ექვსი თვით ადრე მოუკლეს. ის და-ძმებთან ერთად სიღარიბეში იზრდებოდა. მიუხედავად მძიმე საცხოვრებელი პირობებისა, პედრო საკმაოდ კეთილი და თავაზიანი ბავშვი იყო. მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ ადრეულ ასაკში დედა მასზე ძალადობდა. ამასთან ერთად, ქალი სექსმუშაკი გახლდათ და ბავშვებზე მისი კლიენტებიც ძალადობდნენ.
ლოპესმა რვა წლის ასაკში სახლი დატოვა. არსებობს ვერსია, ის დედამ მას შემდეგ გააგდო, რაც თავის დასთან ერთად უმსგავსო სექსუალურ ქცევაში გამოიჭირა. მეორე ვერსიით კი ის უბრალოდ სახლიდან გაიქცა. ნებისმიერ შემთხვევაში, პედრო კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში აღმოჩნდა, სადაც ქუჩაში, სხვა უსახლკარო ბავშვებთან ერთად ცხოვრობდა.
ქუჩაში ცხოვრებისას პედრო ნარკოტიკებს ხშირად მოიხმარდა. მისი თქმით, ერთხელ მას უცნობმა თავის სახლში ღამის გათევა შესთავაზა, შემდეგ კი მასზე სექსუალურად იძალადა.
10 წლის ასაკში პედრო ხანდაზმულ წყვილს შეხვდა, რომლებმაც მას მათთან ერთად ცხოვრება და ობოლი ბავშვების სკოლაში სწავლა შესთავაზეს. სამწუხაროდ, სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა 12 წლის ასაკში პედროს შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ის სკოლიდან გაიქცა და კვლავ ქუჩას დაუბრუნდა.
ამ პერიოდში ბიჭმა თანატოლებთან ბავშვობაში მიყენებული ტკივილისთვის შურისძიებაზე საუბარი დაიწყო.
1969 წელს ლოპესი ავტომობილების ქურდობისთვის დააპატიმრეს, რისთვისაც შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პატიმრობის პერიოდში მან კიდევ ერთხელ განიცადა სექსუალური ძალადობა - მასზე რამდენიმე პატიმარმა იძალადა. მალევე, პედრომ თავდამსხმელებს ყელი გამოჭრა, რისთვისაც მის პატიმრობას კიდევ ორი წელი დაემატა.
1978 წელს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, პედრო ლოპესი პერუში გაემგზავრა. მას დედისა და სხვა სექსმუშაკი ქალების მიმართ დაუოკებელი სიძულვილი განუვითარდა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ დედის ან სხვა ზრდასრული ქალების მკვლელობა გაემიზნა, ლოპესმა ახალგაზრდა გოგონების გატაცება და მათი მკვლელობა გადაწყვიტა. მოგვიანებით მან განმარტა, რომ ვისაც უდანაშაულო სახე ჰქონდა საჩუქრებს სთავაზობდა და მასთან ერთად გაყოლას სთავაზობდა.
"შემდეგ საიდუმლო თავშესაფარში მიმყავდა, სადაც წინასწარ მომზადებული საფლავები მელოდა. მათ ვიხუტებდი და მზის ამოსვლისას ვაუპატიურებდი. სინათლის პირველი სხივი მაღელვებდა. გოგონას ჩემთან სექსუალურ კავშირს ვაძალებდი და ხელებს ყელზე ვხვევდი. როცა მზე ამოვიდოდა, მას ვახრჩობდი" - იხსენებდა ლოპესი.
მისი რიტუალები გოგონების სიკვდილით არ სრულდებოდა. მკვლელობის შემდეგ, ის გვამებს ანაწევრებდა და მარხავდა. მან ასევე აღნიშნა, რომ ის არასდროს იტაცებდა თეთრკანიან გოგონებს, რადგან მათი მშობლები განსაკუთრებით ყურადღებიანები იყვნენ.
მოგვიანებით მან აღიარა, რომ პერუში ყოფნისას 100-ზე მეტი 9-12 წლის გოგონა მოკლა, რისთვისაც მას "ანდების ურჩხული" ეწოდა. პერუს მკვლელობების სერია მხოლოდ იმიტომ დასრულდა, რომ აიაჩუკოს ძირძველი ხალხის ჯგუფმა ლოპესი დანაშაულის ჩადენისას აღმოაჩინა.
„პერუში მცხოვრებმა ინდიელებმა დამაკავეს და კისრამდე დამმარხეს, როცა აღმოაჩინეს, თუ რას ვუკეთებდი მათ ქალიშვილებს. სახეზე სიროფი წამისვეს რათა მწერებს შევეჭამე, მაგრამ ამერიკელი მისიონერი ქალბატონი მოვიდა თავისი ჯიპით და ისინი დაითანხმა, რომ ჩემი თავი პოლიციისთვის გადაეცათ“.
არსებობს ვერსია, რომ ტომი ქალს დათანხმდა და ლოპესი პოლიციაში წაიყვანა. თუმცა, საპირისპირო თეორიით, კაცი არასდროს გადაუციათ პოლიციისთვის. გავრცელებული ვერსიით კი პედრომ ეკვადორში დეპორტაციის დროს გაქცევა მოახერხა.
1970-იანი წლების ბოლოს სულ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა გოგო ქრებოდა. პედრო ამ დროს კოლუმბიისა და ეკვადორის ტერიტორიაზე გადაადგილდება. პოლიციის უმეტესობა თვლიდა, რომ აუჩინარება ადამიანებით ვაჭრობასთან იყო დაკავშირებული და არა სერიულ მკვლელთან. 1979 წელს ეკვადორში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ ოთხი ბავშვის ცხედარი გამოჩნდა.
აღმოჩენა შოკის მომგვრელი იყო, მაგრამ როდესაც ადგილობრივებმა განაცხადეს, თუ როგორ დაინახეს რამდენიმე დღით ადრე ლოპესი, რომელსაც 10 წლის გოგონა მიჰყავდა, პოლიციას ეჭვი გაუჩნდა, რის გამოც კაცი დააკავეს. გამომძიებლებმა პედროს თავისივე თანაკლასელი მიუგზავნეს, რომელიც თავს მის საკნის მეზობლად ასაღებდა სინამდვილეში კი გამოძიებასთან თანამშრომლობდა. კაცმა მეგობარს მოუყვა მის მიერ ჩადენილი მკვლელობისა და გაუპატიურების შესახებ.
საბოლოოდ, ლოპესმა პოლიცია მასობრივ სასაფლაოზე მიიყვანა, სადაც მან 53 ბავშვის ცხედარი დამარხა. რამდენიმე თვის შემდეგ კი მან აღიარა, რომ 300-ზე მეტი ბავშვი მოკლა.
1998 წლის შემდეგ პედრო ლოპესი თავისუფალია. მისი ამჟამინდელი ადგილმდებარეობა უცნობია.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „ძალიან ბევრნაირი ვარ...“ - გაიცანით „პრაიმ ჰაუსში“ მონაწილეობის კიდევ ერთი მსურველი
ყურადღება! შავი ზღვის წყლის ხარისხის ახალი კვლევა გამოქვეყნდა